ბილეთები
#491
?
დასახლებულ პუნქტში, მონიშნული გაჩერებიდან გამოსვლისთვის მოძრაობის განახლების შესახებ მოხვევის მაჩვენებლით მიცემული სიგნალის შემდეგ სამარშუტო სატრანსპორტო საშუალების მძღოლები ვალდებულნი არიან:
1ისარგებლონ უპირატესობით და დაუყოვნებლივ დაიწყონ მოძრაობა მიუხედავად გზაზე არსებული სიტუაციისა
2მიიღონ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილებისთვის საჭირო სიფრთხილის ზომები და მოძრაობა დაიწყონ მხოლოდ მას შემდეგ, როცა დარწმუნდებიან, რომ სხვა სატრანსპორტო საშუალებები გზას უთმობენ
3
4
#492
?

რომელი ავტომობილის მძღოლს ენიჭება უპირატესობა ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?
1შავი ავტომობილის მძღოლს
2თეთრი ავტომობილის მძღოლს
3
4
#493
?
დღის ნათელ დროს სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებებზე ახლო განათების ფარებისა და უკანა საგაბარიტო სინათლეების ჩართვა სავალდებულოა:
1სპეციალურად მათთვის გამოყოფილ ზოლზე, ძირითადი ნაკადის თანხვედრი მიმართულებით მოძრაობისას
2სპეციალურად მათთვის გამოყოფილ ზოლზე, ძირითადი ნაკადის საპირისპიროდ მოძრაობისას
3ნებისმიერ გზაზე, ძირითადი ნაკადის როგორც საპირისპიროდ, ასევე თანმხვედრი მიმართულებით მოძრაობისას
4ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში
#494
?
ქვემოთ ჩამოთვლილი, რომელ ადგილებში გავლამდეა ვალდებული ავტობუსისა და სატვირთო ავტომობილის მძღოლი დარწმუნდეს გავლის უსაფრთხოებაში?
1მხოლოდ ხიდებისა და ესტაკადების ქვეშ
2მხოლოდ მაღალძაბვის გადამცემის ქვეშ
3მხოლოდ გვირაბებში ან სხვა მსგავს ადგილებში
4ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ ადგილას
#495
?
აქვს თუ არა უფლება მძღოლს, საფრთხის შემთხვევაში, გააჩეროს ან დააყენოს სატრანსპორტო საშუალება საგზაო ნიშნით აღნიშნულ იმ გვირაბში, რომელშიც არარსებობს სპეციალურად გაჩერებისთვის მონიშნული ადგილები?
1არ აქვს უფლება
2აქვს უფლება
3
4
#496
?
დასაშვებია თუ არა საგზაო ნიშნით აღნიშნულ გვირაბში მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ხანგრძლივი გაჩერების შემთხვევაში ჩართული ძრავით დგომა?
1დასაშვებია
2არ არის დასაშვები
3
4
#497
?

მოცემული საცნობი ნიშნებიდან რომელია „საავარიო გაჩერების ნიშანი“?
1III
2I
3II
4
#498
?
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის მდგომარეობის შეფასების მიზნით უპირველესად საჭიროა:
1მხოლოდ სასუნთქი გზების გახსნა და სუნთქის კონტროლი
2მხოლოდ ცნობიერების შემოწმება
3მხოლოდ საძილე არტერიაზე პულსაციის შემოწმება
4როგორც სასუნთქი გზების გახსნა და სუნთქის კონტროლი, ასევე საძილე არტერიაზე პულსაციისა და ცნობიერების შემოწმება
#499
?
სამარშუტო სატრანსპორტო საშუალების ან ტაქსის კონსტრუქციულად გამოყოფილი გაჩერების ადგილებიდან, ხოლო მათი არარსებობის შემთხვევაში – სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების ან ტაქსის გაჩერების მაჩვენებლიდან, თუ ეს აბრკოლებს სამარშუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობას, სატრანსპორტო საშუალებების გაჩერება აკრძალულია:
115 მეტრზე ახლოს
225 მეტრზე ახლოს
330 მეტრზე ახლოს
4
#500
?
თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულს აღენიშნება კანის მე-2 ხარისხის დამწვრობა (კანის ქსოვილის დარღვევა და მოწითალო შეფერილობა, დამწვრობის ადგილზე სითხით შევსებული ბუშტების წარმოქმნა, ძლიერი ტკივილი) პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით მას უნდა:
1დამწვარი ზედაპირი გადავურეცხოთ ცივი წყლით, დავუმუშაოთ იოდის ხსნარით, დავადოთ ბაქტერიციდული ან სუფთა საფენი, შევუხვიოთ ბინტით
2გავუხსნათ ბუშტები, გავუსუფთაოთ დამწვარი ზედაპირი ტანსაცმლის ნარჩენებიდან, დავადოთ ბაქტერიციდული ან სუფთა საფენი, დაშავებულს დავალევინოთ წყალი
3ბუშტები არ გავუხსნათ, ტანსაცმლის ნარჩენები დამწვარი ზედაპირიდან არ მოვაცილოთ, ჭრილობაზე დავადოთ სტერილური საფენი, ბინტით არ შევუხვიოთ, მივადოთ ყინული ან ცივი საფენი, მივცეთ ტკივილგამაყუჩებელი საშუალება (თუ დაშავებულს მის მიმართ ალერგია არ გააჩნია) და დაშავებულს დავალევინოთ წყალი
4

