ბილეთები
#291
?

აქვს თუ არა უფლება სატვირთო ავტომობილის მძღოლს დაიწყოს გასწრების მანევრი, თუ მსუბუქი ავტომობილის მძღოლს ჩართული აქვს მარცხნივ მოხვევის მაჩვენებელი და დაწყებული აქვს გასწრება?
1არ აქვს უფლება
2აქვს უფლება
3
4
#292
?

ეკრძალება თუ არა მძღოლს ისრით მითითებულ ადგილზე ავტომობილით დგომა?
1ეკრძალება
2არ ეკრძალება
3
4
#293
?
სატრანსპორტო საშუალების მართვისას, ქვემოთ ჩამოთვლილი რომელი გარემოება მიანიშნებს მძღოლის დაღლილობაზე?
1მხოლოდ ქუთუთოების დამძიმება
2მხოლოდ ხშირი მთქნარება
3მხოლოდ ხშირი მთქნარება
4
#294
?
გასწრების დაწყების წინ მძღოლი უნდა დარწმუნდეს:
1მხოლოდ იმაში, რომ მის უკან მომავალი არცერთი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს გასწრება არ დაუწყია
2მხოლოდ იმაში, რომ მოძრაობის იმავე ზოლზე მის წინ მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს არ მიუცია სიგნალი, რომ აპირებს გაუსწროს სხვა სატრანსპორტო საშუალებას
3მხოლოდ იმაში, რომ მოძრაობის ზოლი, რომელზეც აპირებს გასვლას, საკმარის მანძილზე თავისუფალია, ამასთან ორი სატრანსპორტო საშუალების სიჩქარეთა ფარდობა საკმარისად მოკლე დროში გასწრების საშუალებას იძლევა
4ამ ბილეთში ჩამოთვლილ ყველა გარემოებაში
#295
?
ნებადართულია თუ არა სატრანსპორტო საშუალების გასწრება მარჯვენა მხრიდან?
1არ არის ნებადართული
2ნებადართულია იმ შემთხვევაში, თუ მძღოლმა, რომელსაც უსწრებენ მისცა სიგნალი მარცხნივ მოხვევის განზრახვის შესახებ და მიმართა თავისი სატრანსპორტო საშუალება იმისათვის, რომ შეუხვიოს სხვა გზაზე, ან შევიდეს გზის მიმდებარე ტერიტორიაზე, ან გაჩერდეს ამ მხარეს
3
4
#296
?
დასაშვებია თუ არა იმ სატრანსპორტო საშუალების გასწრება, რომელიც უახლოვდება სავალ ნაწილზე შესაბამისად აღნიშნულ ქვეითთა გადასასვლელს, ან რომელიც შეჩერდა უშუალოდ ამ გადასასვლელის წინ?
1დასაშვებია თუ ქვეითთა გადასასვლელზე არ მოძრაობს ქვეითი, ამასთან მხოლოდ საკმარისად შემცირებული სიჩქარით, რათა უზრუნველყოფილი იქნეს დროული გაჩერება გადასასვლელზე ქვეითების აღმოჩენის შემთხვევაში
2ქვეითთა გადასასვლელზე, აგრეთვე მათ წინ არანაკლებ 100 მეტრის მანძილზე გასწრება დაუშვებელია
3დასაშვებია მხოლოდ დაუსახლებელ პუნქტში, იმ გზაზე სადაც ნებადართული მაქსიმალური სიჩქარის ზღვარი 60 კმ/სთ-ზე მეტია
4
#297
?

რომელი სატრასპორტო საშუალების მძღოლს არ ეკრძალება ისრის მიმართულებით მოძრაობა, თუ მოცემული გზა მიმდებარე ტერიტორიებს არ ემსახურება?
1მოპედის მძღოლს
2"B" კატეგორიის ავტომობილის მძღოლს
3"C" კატეგორიის ავტომობილის მძღოლს
4
#298
?

ეკრძალება თუ არა მსუბუქი ავტომობილის მძღოლს ისრის მიმართულებით მოძრაობა?
1ეკრძალება
2არ ეკრძალება
3
4
#299
?

ისრის მიმართულებით მოძრავი რომელი ავტომობილის მძღოლი არღვევს საგზაო მოძრაობის წესებს?
1მხოლოდ წითელი ავტომობილის მძღოლი
2მხოლოდ შავი ავტომობილის მძღოლი
3ორივე ავტომობილის მძღოლი
4
#300
?

დაარღვევს თუ არა მსუბუქი ავტომობილის მძღოლი საგზაო მოძრაობის წესებს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?
1დაარღვევს
2არ დაარღვევს
3
4

