ბილეთები
#1742
?
რა უნდა გვახსოვდეს მავნე ნივთიერებებისგან გარემოს დასაცავად?
1უნდა მოვერიდოთ სატრანსპორტო საშუალების დგომას ჩართული ძრავით
2მოძრაობის დროის შესამცირებლად სატრანსპორტო საშუალება უნდა ვმართოთ ინტენსიური აჩქარებით და მკვეთრად დამუხრუჭებით
3სატრანსპორტო საშუალება უნდა ვმართოთ ძრავის ბრუნვის მაღალი სიჩქარით
4
#1743
?
იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ საწვავის გაზრდილი ხარჯი და მავნე ნივთიერებების მომატებული გამოყოფა, დროულად უნდა გამოვცვალოთ:
1ძრავის ჰაერის ფილტრი
2მგზავრთა სალონის ვენტილაციის ფილტრი
3საქარე მინის მინასაწმენდები
4
#1744
?
რას იწვევს საბურავებში რეკომენდებულ დონეზე ქვემოთ ჰაერის წნევის შემცირება?
1ზრდის საწვავის მოხმარებას
2ამცირებს საბურავების ცვეთას
3ამცირებს მავნე ნივთიერებების გამოყოფას
4
#1745
?
როდის უნდა გავთიშოთ ძრავი საწვავის ეკონომიისა და გამონაბოლქვის შემცირების მიზნით?
1როდესაც შეფერხებული მოძრაობის პირობებში გვიწევს დიდი ხნით დგომა
2როდესაც ვმოძრაობთ დაღმართზე
3როდესაც ვჩერდებით "სდექ" ნიშანთან
4
#1746
?
სატრანსპორტო საშუალების რომელიმე აგრეგატიდან გამოჟონილი ზეთი:
1ნიადაგზე მოხვედრის შემთხვევაში ანოყიერებს მას
2აბინძურებს გარემოს
3ზეგავლენას არ ახდენს გარემოზე
4
#1747
?
რა უნდა გვახსოვდეს სატრანსპორტო საშუალების საწვავით გამართვისას?
1საწვავით გამართვისას სატრანსპორტო საშუალების ძრავი უნდა მუშაობდეს უქმ სვლაზე
2არ უნდა განვაგრძოთ საწვავის ჩასხმა მას შემდეგ, რაც საწვავის ავზის გავსების შედეგად ჩასასხმელი მოწყობილობა (პისტოლეტი) ავტომატურად გაითიშება
3შესაძლებლობის შემთხვევაში საწვავის ავზი უნდა შევავსოთ კიდემდე
4
#1748
?
რა შეიძლება გამოიწვიოს გამოსაბოლქვი სისტემის გაუმართაობამ?
1საავარიო შუქსიგნალიზაციის ჩართვა
2გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებების რაოდენობის ზრდა
3მოხმარებული საწვავის რაოდენობის მნიშვნელოვნად შემცირება
4
#1749
?
როგორ არის შესაძლებელი სატრანსპორტო საშუალების მოძრაობით გამოწვეული ხმაურის შემცირება?
1უნივერსალური საბურავების გამოყენებით
2ძრავის ჰაერის ფილტრის მოხსნით
3სატრანსპორტო საშუალების ძრავის დაბალი ბრუნვის სიჩქარით მართვის
4
#1750
?
სად უნდა განხორციელდეს გამოყენებული ზეთების, საცხებ-საპოხი სითხეების და აკუმულატორების გადატანა მათი განადგურების მიზნით?
1დასახლებული პუნქტიდან მოშორებით
2საყოფაცხოვრებო ნაგავსაყრელზე
3გადამამუშავებელ ცენტრებში
4
#1751
?
როგორ უნდა შევამციროთ საწვავის ხარჯი თანაბარი სიჩქარით მოძრაობისას?
1გამოვიყენოთ კრუიზკონტროლი, რომელიც თავად არეგულირებს მოძრაობის სიჩქარეს
2ვმართოთ სატრანსპორტო საშუალება მინიმალური სიჩქარით
3ვმართოთ სატრანსპორტო საშუალება მაქსიმალური სიჩქარით
4

