ბილეთები
#1315
?
დამუხრუჭებით გამოწვეული მოცურების შესაწყვეტად სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა, უნდა:
1გამორთოს გადაბმულობა
2შეწყვიტოს დამუხრუჭება
3გააგრძელოს დამუხრუჭება სატერფულზე დაწოლის შეუცვლელად
4
#1326
?
მოსახვევში მოძრაობისას მოხვევის ცენტრის საწინააღმდეგო მხარეს მოძრავი წინა და მოხვევის მხარეს მოძრავი უკანა თვლებამდე მოხვევის ცენტრიდან გავლებული რადიუსების სხვაობას ეწოდება:
1ავტომობილის მოხვევის რადიუსი
2ავტომობილის დინამიკური დერეფანი
3ავტომობილის დასაშვები ინტერვალი
4
#1426
?
მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის როგორი სტილი უზრუნველყოფს საწვავის ნაკლებ ხარჯს?
1მდორე აჩქარება მკვეთრი შენელებით
2ხშირი და მკვეთრი აჩქარება მდორე შენელებით
3მდორე აჩქარება მდორე შენელებით
4
#1431
?
მოლიპულ გზაზე, საჭის თვლის მკვეთრი მობრუნებით გამოწვეული მოცურების შესაწყვეტად ავტომობილის მძღოლმა, უნდა:
1გამორთოს გადაბმულობა
2ჩართული გადაბმულობით მდორედ დაამუხრუჭოს
3სწრაფად, მაგრამ მდორედ საჭის თვალი მოაბრუნოს მოცურების მხარეს, შემდეგ საჭის თვლით გაასწოროს ავტომობილის ტრაექტორია
4
#1475
?
მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად რომელ შემთხვევაშია მიზანშეწონილი გვერდითი ინტერვალის გაზრდა?
1მხოლოდ მაღალი სიჩქარით შემხვედრი სატრანსპორტო საშუალების გვერდის აქცევისას
2მხოლოდ გრძელი სატრანსპორტო საშუალების გვერდის აქცევისას
3მხოლოდ სველი, მოლიპული ან უსწორმასწორო გზის მონაკვეთზე მოძრაობისას
4ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში
#1577
?
მოძრაობის საპირისპირო მიმართულების ზოლზე გადასვლით გასწრების მანევრის შესრულებისას, საავარიო სიტუაციის შექმნის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია ის გარემოება, რომ მძღოლი საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალების სიჩქარეს აფასებს, როგორც:
1უფრო ნაკლებს ვიდრე სინამდვილეშია
2უფრო მეტს ვიდრე სინამდვილეშია
3
4
#1579
?
სწორ გზაზე, ხანგრძლივი დროის განმავლობაში მაღალი სიჩქარით მოძრაობისას სატრანსპორტო საშუალების სიჩქარეს მძღოლი აღიქვამს:
1უფრო მეტად, ვიდრე სინამდვილეშია
2უფრო ნაკლებად, ვიდრე სინამდვილეშია
3როგორც სინამდვილეშია
4
#1591
?
სატრანსპორტო საშუალების სიჩქარის გაზრდისას როგორ იცვლება მძღოლის მხედველობის არე?
1მხედველობის არე ფართოვდება
2მხედველობის არე ვიწროვდება
3მხედველობის არე არ იცვლება
4
#1608
?
ჩამოთვლილიდან რამ შეიძლება გამოიწვიოს სატრანსპორტო საშუალების მართვის უნარის გაუარესება?
1მხოლოდ იმ სამკურნალო პრეპარატის მიღებამ, რომელიც აქვეითებს რეაქციას და ყურადღებას
2მხოლოდ ძლიერმა დაღლილობამ ან უძილობამ
3მხოლოდ ალკოჰოლურმა, ნარკოტიკულმა ან ფსიქოტროპულმა თრობამ
4ამ ბილეთში ჩამოთვლილმა ნებისმიერმა გარემოებამ
#1609
?
საავარიო სიტუაციის წარმოქმნის საფრხე იზრდება:
1მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მძღოლი სათანადოდ არ იცავს დისტანციას ან გვერდით ინტერვალს სხვა სატრანსპორტო საშუალებების მიმართ
2მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მძღოლი მანევრს იწყებს ისე, რომ არ რწმუნდება მის უსაფრთხოებაში
3ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში
4

