ბილეთები
#358
?
გზის სავალ ნაწილზე სატრანსპორტო საშუალებების გაჩერება აკრძალულია:
1მხოლოდ გზაზე გამავალი ტრამვაის და რკინიგზის ლიანდაგებზე, ან მათ ახლოს, თუ ამას შეუძლია გააძნელოს ტრამვაის ან მატარებლების მოძრაობა
2მხოლოდ იმ ადგილებზე, სადაც სატრანსპორტო საშუალება საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებს უფარავს შუქნიშნის სიგნალებს ან საგზაო ნიშნებს
3მხოლოდ ნელმავალი სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისათვის განკუთვნილ, შესაბამის საგზაო ნიშნით აღნიშნულ დამატებით მოძრაობის ზოლზე
4ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში
#372
?

რომელი ავტომობილის მძღოლი დაარღვევს საგზაო მოძრაობის წესებს, ხიდზე მგზავრთა ჩასხდომის მიზნით ისრით მითითებულ ადგილზე გაჩერების შემთხვევაში?
1ორივე ავტომობილის მძღოლი
2მხოლოდ თეთრი ავტომობილის მძღოლი
3მხოლოდ მწვანე ავტომობილის მძღოლი
4არცერთი ავტომობილის მძღოლი
#373
?

მოცემულ სიტუაციაში, რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი არღვევს საგზაო მოძრაობის წესებს, თუ ხიდზე მგზავრთა ჩასხდომის მიზნით მსუბუქი ავტომობილი ისრის მიმართულებით მოძრაობს უკუსვლით, ხოლო - მოტოციკლი ახორციელებს ისრის მიმართულებით მობრუნებას?
1მხოლოდ მოტოციკლის მძღოლი
2მხოლოდ ავტომობილის მძღოლი
3არცერთი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი
4ორივე სატრანსპორტო საშუალების მძღოლები
#478
?

რომელი სატრანსპორტო საშუალებაა დაყენებული დგომის წესების დარღვევით?
1მხოლოდ სატვირთო ავტომობილი
2მხოლოდ მსუბუქი ავტომობილი
3ორივე ავტომობილი
4არცერთი ავტომობილი
#479
?

აქვს თუ არა უფლება მსუბუქი ავტომობილის მძღოლს, გაჩერდეს დასახლებული პუნქტის ორმხრივმოძრაობიან გზაზე, სურათზე მითითებულ ადგილას მგზავრთა ჩასხდომის მიზნით?
1არ აქვს უფლება
2აქვს უფლება
3
4
#482
?

აქვს თუ არა უფლება მსუბუქი ავტომობილის მძღოლს გააგრძელოს მოძრაობა ისრის მიმართულებით, თუ მონიშნულ გაჩერებაზე მყოფ ტრამვაიში მგზავრების ჩასხდომა-გადმოსხდომა არ წარმოებს?
1აქვს უფლება
2არ აქვს უფლება
3
4
#485
?

მსუბუქი ავტომობილის მძღოლს განზრახული აქვს გზაჯვარედინზე მარჯვნივ მოხვევა, ის არ დაარღვევს საგზაო მოძრაობის წესებს, თუ:
1გაუსწრებს ავტობუსს, გადავა მარჯვენა ზოლში და იქედან მოუხვევს მარჯვნივ
2გაუსწრებს ავტობუსს და მარჯვნივ მოუხვევს მეორე ზოლიდან
3გაატარებს ავტობუსს, გადავა მარჯვენა ზოლში და იქედან მოუხვევს მარჯვნივ
4გაატარებს ავტობუსს და მარჯვნივ მოუხვევს მეორე ზოლიდან
#487
?

აქვს თუ არა უფლება მსუბუქი ავტომობილის მძღოლს გაჩერდეს დასახლებულ პუნქტში, სურათზე მითითებულ ადგილას მგზავრთა ჩასხდომის მიზნით?
1არ აქვს უფლება
2აქვს უფლება
3
4
#495
?
აქვს თუ არა უფლება მძღოლს, საფრთხის შემთხვევაში, გააჩეროს ან დააყენოს სატრანსპორტო საშუალება საგზაო ნიშნით აღნიშნულ იმ გვირაბში, რომელშიც არარსებობს სპეციალურად გაჩერებისთვის მონიშნული ადგილები?
1არ აქვს უფლება
2აქვს უფლება
3
4
#496
?
დასაშვებია თუ არა საგზაო ნიშნით აღნიშნულ გვირაბში მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ხანგრძლივი გაჩერების შემთხვევაში ჩართული ძრავით დგომა?
1დასაშვებია
2არ არის დასაშვები
3
4

