ბილეთები
#554
?
დასაშვებია თუ არა მისაბმელიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირება?
1დასაშვებია
2არ არის დასაშვები
3დასაშვებია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მობუქსირე მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მისაბმელის ნებადართული მაქსიმალური მასა 750 კგ-ზე ნაკლებია
4
#556
?
სავალდებულოა თუ არა, ხისტი გადაბმით ბუქსირებისას, საბუქსირო სატრანსპორტო საშუალებას მართავდეს მძღოლი, როცა გადაბმის კონსტრუქცია უზრუნველყოფს საბუქსირო სატრანსპორტო საშუალების მობუქსირე ტრანსპორტის ტრაექტორიით მიყოლას?
1სავალდებულოა
2არ არი სავალდებულო
3
4
#557
?
სავალდებულოა თუ არა, მოქნილი გადაბმით ბუქსირებისას, საბუქსირო სატრანსპორტო საშუალებას მართავდეს მძღოლი?
1სავალდებულოა
2არ არი სავალდებულო
3
4
#559
?
ნაწილობრივი დატვირთვით ბუქსირებისას აკრძალულია ხალხის ყოფნა:
1მხოლოდ საბუქსირო მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაში
2მხოლოდ მობუქსირე მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ძარაზე
3როგორც საბუქსირო მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაში, ასევე მობუქსირე მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ძარაზე
4
#560
?
მოქნილი გადაბმით ბუქსირებისას მანძილი მობუქსირე და საბუქსირო სატრანსპორტო საშუალებებს შორის უნდა შეადგენდეს:
12-4 მეტრს
24-6 მეტრს
36-8 მეტრს
4
#563
?
აკრძალულია თუ არა, იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირება, რომელსაც ორი მისაბმელი აქვს?
1არ არის აკრძალული
2აკრძალულია
3
4
#566
?
ბუქსირება დასაშვებია:
1მოტოციკლით, გვერდითი მისაბმელის გარეშე, აგრეთვე ასეთი მოტოციკლის ბუქსირება
2მოქნილი გადაბმით, როცა გზები მოყინულია
3ამ ბილეთში ჩამოთვლილი არცერთი პასუხი არ არის სწორი
4
#567
?
დღე-ღამის ნებისმიერ პერიოდში მობუქსირე მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებას ჩართული უნდა ჰქონდეს:
1საგაბარიტო სინათლეები
2ახლო განათების ფარები
3ნისლსაწინააღმდეგო ფარები
4
#570
?
სულ მცირე, რამდენი გამაფრთხილებელი მოწყობილობა (ალამი) უნდა დამაგრდეს დრეკად შემაერთებელ რგოლზე მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოქნილი გადაბმით ბუქსირებისას?
1ორი
2სამი
3ოთხი
4
#590
?

მოცემულ სიტუაციაში, რამდენ საგზაო მოძრაობის წესს არღვევს ისრის მიმართულებით მოძრავი მობუქსირე სატვირთო ავტომობილის მძღოლი, თუ იგი მოძრაობს 60 კმ/სთ სიჩქარით?
1არც ერთს
2ერთს
3ორს
4სამს

