ბილეთები

← წინა12
გვერდი 2 / 2 (სულ 13 კითხვა)
#1049
?
ავტომაგისტრალზე ტექნიკური გაუმართაობის გამო იძულებით გაჩერებული სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია:
1მიიღოს ყველა ზომა ავტომობილის გზის სავალი ნაწილიდან გასაყვანად, ხოლო თუ ამის დაუყოვნებლივ გაკეთება შეუძლებელია - ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია (მასი არსებობის შემთხვევაში) და შესაბამისი ნიშნით მონიშნოს ავტომობილი საკმარის მანძილზე, რათა დროულად გააფრთხილოს მოახლოებული მძღოლები
2დაუყოვნებლივ დაუკავშირდეს ტექნიკური სერვისის სამსახურს, ხოლო მისი წარმომადგენლის მოსვლამდე, გაიყვანოს სატრანსპორტო საშუალება სავალი ნაწილის უკიდურეს მარჯვენა ზოლში, ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია და ახლო განათების ფარები
3
4
#1086
?
თუ საგზაო - სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე სატრანსპორტო საშუალების გაყვანა ან ბუქსირება დაუყოვნებლივ შეუძლებელია და წარმოადგენს დაბრკოლებას საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებისთვის, მაშინ ასეთი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია ჩართოს:
1ახლო ან შორი განათების ფარები და უკანა საგაბარიტო სინათლეები
2საავარიო შუქსიგნალიზაცია
3ხმოვანი სიგნალი
4
#1087
?
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე სატრანსპორტო საშუალებაზე საავარიო შუქსიგნალიზაციის ჩართვის შემდეგ, აგრეთვე თუ ასეთი სიგნალიზაცია არ არსებობს ან მწყობრიდანაა გამოსული, მძღოლმა დაუყოვნებლივ უნდა:
1ჩართოს შორი განათების ფარები
2ჩართოს ხმოვანი სიგნალი
3გამოდგას საავარიო გაჩერების ნიშანი, ხოლო არასაკმარისი მხედველობის პირობებში - მოციმციმე წითელი ფარანი
4

თემები (31)

ყველა თემამძღოლი, მგზავრი და ქვეითი, ნიშნები, კონვეციაუწესივრობა და მართვის პირობებიმაფრთხილებელი ნიშნებიპრიორიტეტის ნიშნებიამკრძალავი ნიშნებიმიმთითებელი ნიშნებისაინფორმაციო–მაჩვენებელი ნიშნებისერვისის ნიშნებიდამატებით ინფორმაციის ნიშნებიშუქნიშნის სიგნალებიმარეგულირებლის სიგნალებისპეციალური სიგნალის გამოყენებასაავარიო შუქური სიგნალიზაციასანათი ხელსაწყოები,ხმოვანი სიგნალიმოძრაობა, მანევრირება, სავალი ნაწილიგასწრება შემხვედრის გვერდის ავლითმოძრაობის სიჩქარესამუხრუჭე მანძილი, დისტანციაგაჩერება დგომაგზაჯვარედინის გავლარკინიგზის გადასასვლელიმოძრაობა ავტომაგისტრალზესაცხოვრებელი ზონა, სამარშრუტოს პრიორიტეტიბუქსირებასასწავლო სვლაგადაზიდვები, ხალხი, ტვირთიველოსიპედი, მოპედი და პირუტყვის გადარეკვასაგზაო მონიშვნასამედიცინი დახმარებამოძრაობის უსაფრთხოებაეკო ტესტები
← წინა12
გვერდი 2 / 2 (სულ 13 კითხვა)

ბილეთის განმარტება:

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38­ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტის თანახმად,
ავტომაგისტრალზე, ავტომაგისტრალის შესასვლელსა და გამოსასვლელზე მძღოლს ეკრძალება ავტომობილის (ან/და მისი
მისაბმელის) გაჩერება ან დგომა, დგომისთვის გამოყოფილი, სპეციალურად მონიშნული ადგილების გარდა. მძღოლმა, რომელიც
მისგან დამოუკიდებელი გარემოებების გამო იძულებულია, გაჩერდეს, უნდა მიიღოს ყველა ზომა ავტომობილის (ან/და მისი
მისაბმელის) გზის სავალი ნაწილიდან გასაყვანად, ხოლო თუ ამის დაუყოვნებლივ გაკეთება შეუძლებელია − ჩართოს საავარიო
შუქსიგნალიზაცია (მისი არსებობის შემთხვევაში) და შესაბამისი ნიშნით მონიშნოს ავტომობილი (ან/და მისი მისაბმელი) საკმარის
მანძილზე, რათა დროულად გააფრთხილოს მოახლოებული მძღოლები.