ბილეთები

← წინა7778798081შემდეგი →
გვერდი 79 / 126 (სულ 1258 კითხვა)
#948
?
შესაბამისი საგზაო ნიშნებისა და მონიშვნების არარსებობის შემთხვევაში, ურელსო სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობისათვის ზოლების რაოდენობა განისაზღვრება:
1თვით მძღოლის მიერ, სავალი ნაწილის სიგანის, სატრანსპორტო საშუალებების გაბარიტებისა და მათ შორის აუცილებელი ინტერვალის გათვალისწინებით
2ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოს მიერ
3კონონით, რომლის თანახმად ასეთი სახის გზა ითვლება ცალხმრივ მოძრაობიან გზად
4
#949
?
იმ ორმხრივმოძრაობიან გზაზე, რომელსაც აქვს გამყოფი ზოლი, საპირისპირო მიმართულების მოძრაობის მხარედ ითვლება:
1გამყოფი ზოლის მარცხნივ არსებული სავალი ნაწილი
2გამყოფი ზოლის მარჯვნივ არსებული სავალი ნაწილი
3ამ ბილეთში ჩამოთვლილი არცერთი
4
#950
?
თუ საგზაო მოძრაობის ორგანიზებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული ორი ან სამი სავალი ნაწილის მქონე გზაზე, სატრანსპორტო საშუალების მძღოლს ეკრძალება:
1თანხვედრი მიმართულების მოძრაობის მხარის სავალ ნაწილზე მოძრაობის ზოლის შეცვლა
2საპირისპირო მიმართულების მოძრაობის მხარის სავალ ნაწილზე გასვლა
3
4
#951
?
მძღოლმა, რომელსაც განზრახული აქვს რაიმე მანევრის შესრულება, ეს მანევრი უნდა დაიწყოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ:
1არ შეუქმნის საფრთხეს მის უკან, წინ და გვერდით როგორც თანხვედრი, ისე საპირისპირო მიმართულებით მოძრავ საგზაო მოძრაობის მონაწილეებს, მათი მდებარეობის, მოძრაობის მიმართულებისა და სიჩქარის გათვალისწინებით
2არ შეუქმნის საფრთხეს მხოლოდ მის უკან ან გვერდზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს, მათი მდებარეობის, მოძრაობის მიმართულებისა და სიჩქარის გათვალისწინებით
3
4
#952
?
ორმხრივმოძრაობიანი გზის სავალი ნაწილის ღერძზე განლაგებულ უსაფრთხოების კუნძულს ან ტუმბოს მძღოლმა უნდა შემოუაროს:
1მხოლოდ მარცხენა მხრიდან
2მხოლოდ მარჯვენა მხრიდან
3მარჯვენა ან მარცხენა მხრიდან
4
#953
?
აქვს თუ არა უფლება მძღოლს განსაკუთრებული საფუძვლის გარეშე, მეტისმეტად დაბალი სიჩქარით მოძრაობით გაართულოს სხვა სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება?
1აქვს უფლება, ვინაიდან საგზაო მოძრაობის წესების მიხედვით აკრძალულია მხოლოდ ნებადართული მაქსიმალური სიჩქარის გადაჭარბება
2აქვს უფლება, თუ იგი მოძრაობს უკიდურეს მარჯვენა მოძრაობის ზოლში
3არა აქვს უფლება
4
#954
?
თუ გასწრებისას აღმოჩნდა დაბრკოლება ან საფრთხე, რომელიც გასწრების დაწყებამდე მძღოლს არ შეეძლო გაეთვალისწინებინა, მძღოლი ვალდებულია:
1გაზარდოს სისწრაფე, რათა დროულად დაასრულოს გასწრების მანევრი
2მისცეს ხმოვანი სიგნალი და გააგრძელოს გასწრების მანევრის შესრულება
3შეწყვიტოს გასწრება
4
#955
?
თუ მარეგულირებლის სიგნალი ერთდროულად მოძრაობის ნებას რთავს ურთიერთგადამკვეთი ტრაექტორიებით მოძრავ ურელსო სატრანსპორტო საშუალებებს, მძღოლებმა უნდა იხელმძღვანელონ:
1მხოლოდ პრიორიტეტის განმსაზღვრელი საგზაო მონიშვნების მოთხოვნებით
2არარეგულირებული გზაჯვარედინის გავლის წესებითა და გზაჯვარედინზე დაყენებული პრიორიტეტის ნიშნებით
3
4
#956
?
თუ საგზაო მოძრაობის წესების მოთხოვნათა შესაბამისად მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს, მან გზის დათმობის თაობაზე თავისი განზრახვა უნდა გამოხატოს ნათლად:
1სიჩქარის შემცირებით ან გაჩერებით
2ხმოვანი ან მაშუქი სიგნალის მიცემით
3ამ ბილეთში ჩამოთვლილი ნებისმიერი მოქმედებით
4
#957
?
ნებადართულია თუ არა სატრანსპორტო საშუალების დგომა სავალი ნაწილის მარცხენა მხარეს?
1ნებადართულია მხოლოდ დაუსახლებელ პუნქტებში
2ნებადართულია მხოლოდ დასახლებულ პუნქტში იმ გზაზე, სადაც თითოეული მიმართულებისათვის ერთი სამოძრაო ზოლია, შუაში ტრამვაის ლიანდაგების გარეშე
3ნებადართულია ნებისმიერ გზაზე, რომლის შუაში არ არის ტრამვაის ლიანდაგი
4არ არის ნებადართული

თემები (31)

ყველა თემამძღოლი, მგზავრი და ქვეითი, ნიშნები, კონვეციაუწესივრობა და მართვის პირობებიმაფრთხილებელი ნიშნებიპრიორიტეტის ნიშნებიამკრძალავი ნიშნებიმიმთითებელი ნიშნებისაინფორმაციო–მაჩვენებელი ნიშნებისერვისის ნიშნებიდამატებით ინფორმაციის ნიშნებიშუქნიშნის სიგნალებიმარეგულირებლის სიგნალებისპეციალური სიგნალის გამოყენებასაავარიო შუქური სიგნალიზაციასანათი ხელსაწყოები,ხმოვანი სიგნალიმოძრაობა, მანევრირება, სავალი ნაწილიგასწრება შემხვედრის გვერდის ავლითმოძრაობის სიჩქარესამუხრუჭე მანძილი, დისტანციაგაჩერება დგომაგზაჯვარედინის გავლარკინიგზის გადასასვლელიმოძრაობა ავტომაგისტრალზესაცხოვრებელი ზონა, სამარშრუტოს პრიორიტეტიბუქსირებასასწავლო სვლაგადაზიდვები, ხალხი, ტვირთიველოსიპედი, მოპედი და პირუტყვის გადარეკვასაგზაო მონიშვნასამედიცინი დახმარებამოძრაობის უსაფრთხოებაეკო ტესტები
← წინა7778798081შემდეგი →
გვერდი 79 / 126 (სულ 1258 კითხვა)

ბილეთის განმარტება:

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 31­ე მუხლის მე­3 პუნქტის თანახმად, ურელსო სატრანსპორტო საშუალების
მოძრაობისათვის მოძრაობის ზოლების რაოდენობა განისაზღვრება საგზაო მონიშვნით ან/და 5.15.1, 5.15.2, 5.15.7 და 5.15.8 საგზაო
ნიშნებით, ხოლო მისი/მათი არარსებობის შემთხვევაში – თვით მძღოლის მიერ, გზის სავალი ნაწილის სიგანის, სატრანსპორტო
საშუალებების გაბარიტებისა და მათ შორის აუცილებელი ინტერვალის გათვალისწინებით.