ბილეთები
#925
?
სატრანსპორტო საშუალების “სრული მასა” არის:
1სატრანსპორტო საშუალების მასა ეკიპაჟის, მგზავრებისა და ტვირთის გარეშე
2მოცემული დროის მონაკვეთში დატვირთული სატრანსპორტო საშუალების, ეკიპაჟისა და მგზავრების მასა
3ტვირთით, ეკიპაჟითა და მგზავრებით შევსებული, აღჭურვილ მდგომარეობაში მყოფი სატრანსპორტო საშუალების მასა, რომლის ზღვარს ადგენს სატრანსპორტო საშუალების ქარხანა-დამამზადებელი
4სატრანსპორტო საშუალების მასის ნაწილი, რომელიც ღერძზე დაწოლის შედეგად წარმოშობს გზაზე დატვირთვას
#926
?
საგზაო მოძრაობის დროს ხმოვანი და მანათობელი სიგნალების მიცემა, საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეების მიმართ, მძღოლს:
1ანიჭებს უპირატესობას
2არ ანიჭებს უპირატესობას
3არ ანიჭებს უპირატესობას მხოლოდ ოპერატიული სატრანსპორტო საშუალებების მიმართ
4ანიჭებს უპირატესობას საგზაო მოძრაობის იმ კონკრეტულ მონაწილესთან შედარებით, ვის მიმართაც გამოიყენება აღნიშნული ხმოვანი და მანათობელი სიგნალები
#927
?
მძღოლმა ხმოვანი სიგნალი შეიძლება გამოიყენოს:
1ნებისმიერ შემთხვევაში საკუთარი შეხედულებით
2მხოლოდ დროული გაფრთხილებისთვის, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან ასაცილებლად
3გზაჯვარედინზე უპირატესობის მოთხოვნისათვის
4
#928
?
მძღოლმა ხმოვანი სიგნალი შეიძლება გამოიყენოს:
1მხოლოდ დროული გაფრთხილებისთვის საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან ასაცილებლად
2მხოლოდ დასახლებული პუნქტების გარეთ, როდესაც საჭიროა სხვა სატრანსპორტო საშუალების მძღოლის გაფრთხილება გასწრების განზრახვის შესახებ
3ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში
4
#929
?
მანევრის დაწყებამდე შესაბამისი მიმართულების მოხვევის შუქ-მაჩვენებლის ჩართვა მძღოლს:
1ანიჭებს უპირატესობას
2არ ანიჭებს უპირატესობას მხოლოდ ოპერატიული სამსახურის სატრანსპორტო საშუალებების მიმართ
3არ ანიჭებს უპირატესობას და არ ათავისუფლებს სიფრთხილის აუცილებელი ზომების მიღებისაგან
4
#930
?
მძღოლის მიერ მიცემული ხმოვანი სიგნალის ხანგრძლივობა:
1უნდა იყოს არა უმეტეს 3 წამისა
2უნდა იყოს არა უმეტეს 5 წამისა
3არ უნდა იყოს უფრო ხანგრძლივი, ვიდრე ეს აუცილებელია
4
#931
?
დღე-ღამის ნათელ დროს დასახლებულ პუნქტში გასწრების განზრახვის თაობაზე სხვა მძღოლის გასაფრთხილებლად შეიძლება გამოყენებულ იქნეს:
1ხმოვანი სიგნალი
2ფარების შუქის პერიოდული, ხანმოკლე ჩართვა-გამორთვა
3საავარიო შუქსიგნალიზაცია
4ფარების ახლო შუქის შორ შუქზე მრავალჯერადი გადართვა
#932
?
დღე-ღამის ბნელ დროს, დასახლებულ პუნქტში გასწრების განზრახვის თაობაზე სხვა მძღოლის გასაფრთხილებლად შეიძლება გამოყენებული იქნეს:
1ხმოვანი სიგნალი
2ფარების შუქის პერიოდული, ხანმოკლე ჩართვა-გამორთვა
3საავარიო შუქსიგნალიზაცია
4ფარების ახლო შუქის შორ შუქზე მრავალჯერადი გადართვა
#933
?
დასაშვებია თუ არა გასწრების განზრახვის თაობაზე სხვა მძღოლის გასაფრთხილებლად ხმოვანი სიგნალის გამოყენება:
1დასაშვებია, მხოლოდ დაუსახლებელ პუნქტში
2დასაშვებია, მხოლოდ დასახლებულ პუნქტში
3დასაშვებია, როგორც დასახლებულ, აგრეთვე დაუსახლებელ პუნქტებში
4დაუშვებელია
#934
?
ქვემოთ ჩამოთვლილ რომელ ადგილას არ არის ვალდებული მძღოლი მანევრის დაწყებამდე ჩართოს შესაბამისი მიმართულების მოხვევის შუქ-მაჩვენებელი?
1საცხოვრებელ ზონაში
2მიმდებარე ტერიტორიაზე
3ეზოს ტერიტორიაზე
4ვალდებულია ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ ადგილას

