ბილეთები

← წინა6869707172შემდეგი →
გვერდი 70 / 126 (სულ 1258 კითხვა)
#830
?
არასაკმარისი ან შეზღუდული ხილვადობის პირობებში, მძღოლმა უნდა:
1ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია და შეამციროს დისტანცია მისი და მის წინ მიმავალ სატრანსპორტო საშუალებას შორის
2შეამციროს სიჩქარე და გაზარდოს დისტანცია მისი და მის წინ მიმავალ სატრანსპორტო საშუალებას შორის
3ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია და იმოძრაოს სავალი ნაწილის უკიდურეს მარცხენა მხარეს
4
#831
?
მძღოლმა უნდა გააცნობიეროს, რომ ყველაზე უფრო ხშირად გზა მოყინულია:
1გვირაბებში, რომლებშიც არ არის ხელოვნური განათება
2ხიდზე, გზაგამტარსა და ესტაკადაზე
3დასახლებული პუნქტების ცენტრალურ ქუჩებზე
4
#832
?
გზის ნათელი მონაკვეთიდან ბნელ მონაკვეთზე გასვლისას, მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს, რომ:
1სავალდებულოა ნისლსაწინააღმდეგო ფარების ჩართვა
2იზრდება სატრანსპორტო საშუალების დამუხრუჭებისათვის საჭირო დრო და მანძილი
3თვალი ნელა ეჩვევა სიბნელეს, რის გამოც მძღოლის წინ არსებული შესაძლო დაბრკოლებები რთული შესამჩნევია
4
#833
?
ღამე ცუდად ან არათანაბრად განათებულ გზის მონაკვეთებზე მოძრაობისას, მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს, რომ:
1გართულებულია საგზაო მოძრაობის მონაწილეთა მიერ ერთმანეთის შემჩნევა
2იზრდება სატრანსპორტო საშუალების დამუხრუჭებისათვის საჭირო დრო და მანძილი
3სავალდებულოა საავარიო შუქსიგნალიზაციის ჩართვა
4
#834
?
მოყინულ გზის მონაკვეთზე მძღოლმა:
1შეძლებისდაგვარად თავი უნდა აარიდოს დამუხრუჭებას, სიჩქარის ცვლილებასა და მიმართულების მკვეთრ შეცვლას
2დამუხრუჭებისათვის დამატებით უნდა გამოიყენოს ხელის მუხრუჭი
3მიმართულების შეცვლა უნდა განახორციელოს საჭის მკვეთრი მობრუნებითა და სიჩქარის მომატებით
4
#835
?
წვიმისა და თოვის დროს მოძრაობისას, მძღოლმა უნდა:
1შეამციროს დისტანცია მასსა და მის წინ მიმავალ სატრანსპორტო საშუალებას შორის
2შეამციროს სიჩქარე და გაზარდოს დისტანცია მასსა და მის წინ მიმავალ სატრანსპორტო საშუალებას შორის
3ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია
4
#836
?
წვიმისა და თოვის დროს მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს, რომ:
1აკრძალულია უკუსვლით მოძრაობა
2მიზანშეწონილია მასსა და მის წინ მიმავალ სატრანსპორტო საშუალებას შორის დისტანციის შემცირება
3იზრდება სატრანსპორტო საშუალების დამუხრუჭებისათვის საჭირო დრო და მანძილი, ამასთან, ნალექი აუარესებს ხილვადობას
4
#837
?
წვიმის დაწყებისას გზის ზედაპირი ტალახიანდება და ქმნის მოცურების საშიშროებას, რის გამოც მძღოლმა უნდა:
1შეამციროს სიჩქარე მდორე დამუხრუჭებით
2შეამციროს სიჩქარე მკვეთრი დამუხრუჭებით
3გაზარდოს სიჩქარე
4
#838
?
მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს, რომ:
1მოსახვევში მუხრუჭის მკვეთრად გამოყენებამ ან/და მაღალი სიჩქარით შესვლამ შესაძლოა გამოიწვიოს სატრანსპორტო საშუალების მართვაზე კონტროლის დაკარგვა
2მოსახვევში შესასვლელად სიჩქარის შემცირება უნდა განხორციელდეს მკვეთრი დამუხრუჭებით
3მიზანშეწონილია მოხვევა განხორციელდეს მაღალი სიჩქარით
4
#839
?
გზაზე წყლის გუბეების არსებობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს, რომ:
1მიზანშეწონილია გუბეში გავლისას სიჩქარის გაზრდა
2გართულებულია სატრანსპორტო საშუალების მართვა და დამუხრუჭება, ამასთან, დიდია სატრანსპორტო საშუალების მოცურების ალბათობა
3მიზანშეწონილია მასსა და მის წინ მიმავალ სატრანსპორტო საშუალებას შორის დისტანციის შემცირება
4

თემები (31)

ყველა თემამძღოლი, მგზავრი და ქვეითი, ნიშნები, კონვეციაუწესივრობა და მართვის პირობებიმაფრთხილებელი ნიშნებიპრიორიტეტის ნიშნებიამკრძალავი ნიშნებიმიმთითებელი ნიშნებისაინფორმაციო–მაჩვენებელი ნიშნებისერვისის ნიშნებიდამატებით ინფორმაციის ნიშნებიშუქნიშნის სიგნალებიმარეგულირებლის სიგნალებისპეციალური სიგნალის გამოყენებასაავარიო შუქური სიგნალიზაციასანათი ხელსაწყოები,ხმოვანი სიგნალიმოძრაობა, მანევრირება, სავალი ნაწილიგასწრება შემხვედრის გვერდის ავლითმოძრაობის სიჩქარესამუხრუჭე მანძილი, დისტანციაგაჩერება დგომაგზაჯვარედინის გავლარკინიგზის გადასასვლელიმოძრაობა ავტომაგისტრალზესაცხოვრებელი ზონა, სამარშრუტოს პრიორიტეტიბუქსირებასასწავლო სვლაგადაზიდვები, ხალხი, ტვირთიველოსიპედი, მოპედი და პირუტყვის გადარეკვასაგზაო მონიშვნასამედიცინი დახმარებამოძრაობის უსაფრთხოებაეკო ტესტები
← წინა6869707172შემდეგი →
გვერდი 70 / 126 (სულ 1258 კითხვა)

ბილეთის განმარტება:

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25­ე მუხლის მე­10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გზაზე მოძრაობისას
მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი გარემოებები ­ არასაკმარისი ან შეზღუდული ხილვადობის პირობებში მძღოლმა უნდა
შეამციროს სიჩქარე და გაზარდოს დისტანცია თავის სატრანსპორტო საშუალებასა და მის წინ მიმავალ სატრანსპორტო საშუალებას
შორის.