ბილეთები

← წინა6768697071შემდეგი →
გვერდი 69 / 126 (სულ 1258 კითხვა)
#818
?
გზაზე მოძრაობისას, ქვემოთ ჩამოთვლილ რომელ შემთხვევაში არ არის ვალდებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ისარგებლობს უსაფრთხოების ღვედით?
1თუ იგი მოძრაობს დასახლებულ პუნქტში
2თუ იგი მოძრაობს ოპერატიული სამსახურის ავტომობილით
3თუ იგი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია
4თუ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქცია არ ითვალისწინებს უსაფრთხოების ღვედებს
#819
?
ქვემოთ ჩამოთვლილი რომელი ფაქტორი არ ახდენს ზეგავლენას მძღოლის მოქმედებაზე?
1უძილობა
2დაღლილობა
3ალკოჰოლის მიღება
4ამ ბილეთში ჩამოთვლილი არც ერთი პასუხი არ არის სწორი
#820
?
ჩართული გარე სანათი ხელსაწყოების ან ღია კარების მქონე გაჩერებული სატრანსპორტო საშუალებების გასწვრივ მოძრაობისას, მძღოლმა უნდა:
1მისცეს ხმოვანი სიგნალი და გაზარდოს სიჩქარე
2გამოიჩინოს განსაკუთრებული სიფრთხილე, რათა აუცილებლობის შემთხვევაში, დროულად უზრუნველყოს გზაზე ქვეითთა და ბავშვების მოულოდნელი გამოჩენით წარმოშობილი საფრთხის თავიდან აცილება
3შეამციროს სიჩქარე და ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია, რათა გაჩერებული სატრანსპორტო საშუალების უეცარი დაძვრის შემთხვევაში, დროულად უზრუნველყოს საფრთხის თავიდან აცილება
4
#821
?
არის თუ არა ვადებული მძღოლი, გამოიჩინოს განსაკუთრებული სიფრთხილე ქვეითი ბავშვების, ხანდაზმულებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მიმართ?
1ვალდებულია
2არ არის ვალდებული
3
4
#823
?
დასაშვებია თუ არა სატრანსპორტო საშუალების მართვისას მძღოლის მიერ მობილური კომუნიკაციის საშუალებით სარგებლობა?
1დაუშვებელია ნებისმიერ შემთხვევაში
2დასაშვებია, თუ იგი სარგებლობს მობილური კომუნიკაციის ხმამაღალი საუბრის ფუნქციით და ორივე ხელი თავისუფალი აქვს სატრანსპორტო საშუალების სამართავად
3დასაშვებია, თუ ერთი ხელი თავისუფალი აქვს სატრანსპორტო საშუალების სამართავად
4
#824
?
ხიდის, ესტაკადის, მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის ქვეშ, აგრეთვე გვირაბში გავლამდე, ავტობუსისა და სატვირთო ავტომობილის მძღოლი ვალდებულია:
1გზა დაუთმოს მსუბუქი ავტომობილის მძღოლებს
2ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია
3დარწმუნდეს სატრანსპორტო საშუალების გავლის უსაფრთხოებაში
4
#826
?
სამთვლიანი მოპედის მძღოლმა გზაზე ისე უნდა იმოძრაოს, რომ მისი სატრანსპორტო საშუალების:
1ყველა თვალი ეხებოდეს გზის ზედაპირს
2ერთი თვალი მაინც ეხებოდეს გზის ზედაპირს
3ორი თვალი მაინც ეხებოდეს გზის ზედაპირს
4
#827
?
ქვემოდ ჩამოთვლილი რომელი უწესრიგობის დროს ეკრძალება მძღოლს სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა?
1მხოლოდ ხმოვანი სიგნალის გაუმართაობის დროს
2მხოლოდ საჭის მექანიზმის გაუმართაობის დროს
3მხოლოდ ნისლსაწინააღმდეგო ფარნების გაუმართაობის დროს
4ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში
#828
?
ნისლის, წვიმის, ან თოვის დროს, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვა აკრძალულია:
1ნისლსაწინააღმდეგო ფარების არ არსებობის შემთხვევაში
2საავარიო გაჩერების ნიშნის არ არსებობის შემთხვევაში
3მძღოლის მხარეს არსებული მინასაწმენდის უმოქმედობის შემთხვევაში
4ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში
#829
?
დღე-ღამის ბნელ დროს, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ახლო და შორი განათების ფარების ერთდროულად მწყობრიდან გამოსვლის (ჩაქრობის) შემთხვევაში, მძღოლს ეკრძალება:
1იმ გზაზე მოძრაობა, რომელზედაც არ არის ხელოვნური განათება
2ნებისმიერ გზაზე მოძრაობა, მიუხედავად იმისა, არის თუ არა მასზე ხელოვნური განათება
3მოძრაობა ხელოვნურად განათებულ ორმხრივმოძრაობიან გზაზე
4

თემები (31)

ყველა თემამძღოლი, მგზავრი და ქვეითი, ნიშნები, კონვეციაუწესივრობა და მართვის პირობებიმაფრთხილებელი ნიშნებიპრიორიტეტის ნიშნებიამკრძალავი ნიშნებიმიმთითებელი ნიშნებისაინფორმაციო–მაჩვენებელი ნიშნებისერვისის ნიშნებიდამატებით ინფორმაციის ნიშნებიშუქნიშნის სიგნალებიმარეგულირებლის სიგნალებისპეციალური სიგნალის გამოყენებასაავარიო შუქური სიგნალიზაციასანათი ხელსაწყოები,ხმოვანი სიგნალიმოძრაობა, მანევრირება, სავალი ნაწილიგასწრება შემხვედრის გვერდის ავლითმოძრაობის სიჩქარესამუხრუჭე მანძილი, დისტანციაგაჩერება დგომაგზაჯვარედინის გავლარკინიგზის გადასასვლელიმოძრაობა ავტომაგისტრალზესაცხოვრებელი ზონა, სამარშრუტოს პრიორიტეტიბუქსირებასასწავლო სვლაგადაზიდვები, ხალხი, ტვირთიველოსიპედი, მოპედი და პირუტყვის გადარეკვასაგზაო მონიშვნასამედიცინი დახმარებამოძრაობის უსაფრთხოებაეკო ტესტები
← წინა6768697071შემდეგი →
გვერდი 69 / 126 (სულ 1258 კითხვა)

ბილეთის განმარტება:

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21­ე მუხლის მე­9 პუნქტის თანახმად, მძღოლი ვალდებულია მექანიკური
სატრანსპორტო საშუალების (გარდა იმ სატრანსპორტო საშუალებისა, რომლის კონსტრუქცია არ ითვალისწინებს უსაფრთხოების
ღვედებს) მართვისას დადგენილი წესით ისარგებლოს უსაფრთხოების ღვედით და უზრუნველყოს მისგან მარჯვენა (ან მარცხენა)
მხარეს მჯდომი მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედით სარგებლობა.