ბილეთები
#435
?

მოცემულ სიტუაციაში, ეკრძალება თუ არა თეთრი ავტომობილის მძღოლს ისრის მიმართულებით მოძრაობა?
1ეკრძალება
2არ ეკრძალება
3
4
#436
?

მოცემულ სიტუაციაში, ეკრძალება თუ არა ლურჯი მსუბუქი ავტომობილის მძღოლს ისრის მიმართულებით გასწრება?
1ეკრძალება
2არ ეკრძალება
3
4
#437
?

მოცემულ სიტუაციაში, აქვს თუ არა მძღოლს შეუჩერებლად მოძრაობის გაგრძელების უფლება, თუ ოპერატიული სამსახურის ავტომობილზე ჩართულია ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა და ხმოვანი სიგნალები?
1არ აქვს უფლება
2აქვს უფლება
3
4
#438
?
ეკრძალება თუ არა გასასწრები სატრანსპორტო საშუალების მძღოლს ხელი შეუშალოს გასწრებას მოძრაობის სიჩქარის მომატებით ან სხვა მოქმედებით?
1ეკრძალება
2არ ეკრძალება
3
4
#439
?
თუ გზაჯვარედინზე მარჯვნივ მოხვევისთვის განკუთვნილი მოძრაობის ზოლი დანარჩენი სავალი ნაწილისგან გამოყოფილია ამაღლებული უსაფრთხოების კუნძულით და გზაჯვარედინის წინ მარჯვნივ შუქნიშანი არ არის, მარჯვნივ მოხვევა მძღოლს შეუძლია შეასრულოს გზაჯვარედინზე არსებული შუქნიშნის:
1მოძრაობის ნებადამრთველი მაშუქი სიგნალის ჩართვის შემდეგ
2მაშუქი სიგნალებისაგან დამოუკიდებლად სხვა მიმართულებებიდან მოძრავი ყველა სატრანსპორტო საშუალების გზის დათმობით
3
4
#440
?

აქვს თუ არა წითელი ავტომობილის მძღოლს რკინიგზის გადასასვლელზე შესვლის უფლება, თუ გადასასვლელის შემდეგ წარმოქმნილია საცობი?
1არ აქვს უფლება
2აქვს უფლება
3
4
#441
?
სარკინიგზო გადასასვლელთან მიახლოებისას, აგრეთვე მასზე გავლისას, სატრანსპორტო საშუალების მძღოლი:
1უნდა მოძრაობდეს ზომიერი სიჩქარით, ამასთან რკინიგზის ლიანდაგზე გადასვლისას მძღოლმა უნდა ისარგებლოს მხოლოდ რკინიგზის გადასასვლელით და გზა დაუთმოს მატარებელს (ლოკომოტივს, დრეზინას)
2ვალდებულია სწრაფად გაიაროს აღნიშნული გზის მონაკვეთი, ამასთან გადასასვლელის წინ სხვა სატრანსპორტო საშუალების დგომის შემთხვევაში, შემოუაროს მას საპირისპირო მოძრაობის ზოლზე გასვლით
3
4
#442
?
რკინიგზის გადასასვლელზე აკრძალულია:
1მხოლოდ საპირისპირო მოძრაობის ზოლზე გასვლით, გადასასვლელის წინ მდგომი სატრანსპორტო საშუალების შემოვლა
2მხოლოდ შლაგბაუმის ან ნახევარშლაგბაუმის თვითნებური გახსნა
3მხოლოდ იმ სასოფლო - სამეურნეო, საგზაო - სამშენებლო და სხვა მანქანებისა და მექანიზმების არასატრანსპორტო მდგომარეობაში გადატანა, რომლებმაც შეიძლება დააზიანონ გადასასვლელი, ან შეაფერხონ მასზე მოძრაობა
4ამ ბილეთში ჩამოთვლილი ნებისმიერი მოქმედების განხორციელება
#443
?
აკრძალულია თუ არა დაუსახლებელ პუნქტში 2.1 საგზაო ნიშნით („მთავარი გზა“) აღნიშნული გზის სავალ ნაწილზე სატრანსპორტო საშუალებების დგომა?
1არ არის აკრძალული
2არ არის აკრძალული, მხოლოდ იმ გზაზე, რომელზეც თანმხვედრი მიმართულებით მოძრაობისათვის სულ მცირე ორი ზოლია
3აკრძალულია
4
#444
?
რკინიგზის გადასასვლელზე სატრანსპორტო საშუალების იძულებითი გაჩერების შემთხვევაში, საერთო განგაშის ხმოვან სიგნალს შეესაბამება:
1ორი გრძელი და ორი მოკლე ხმოვანი სიგნალი
2სამი გრძელი და ერთი მოკლე ხმოვანი სიგნალი
3ერთი გრძელი და სამი მოკლე ხმოვანი სიგნალი
4

