ბილეთები

← წინა2930313233შემდეგი →
გვერდი 31 / 126 (სულ 1258 კითხვა)
#393
?
ქვემოთ ჩამოთვლილი, რომელ შემთხვევაშია ნებადართული გზის მარცხენა მხარეს, სავალ ნაწილთან ერთ დონეზე განლაგებული თანხვედრი მიმართულების ტრამვაის ლიანდაგზე ურელსო სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა?
1მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თანმხვედრი მიმართულებით მოძრაობისათვის ყველა ზოლი დაკავებულია
2მხოლოდ დაბრკოლების შემოვლის ან გასწრების შემთხვევაში
3მხოლოდ მარცხნივ მოხვევის ან მობრუნების შემთხვევაში
4ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში, თუ ამით ტრამვაის მოძრაობას არ შეექმნება დაბრკოლება
#394
?
ქვემოთ ჩამოთვლილი, რომელ ადგილას არის აკრძალული სატრანსპორტო საშუალების მობრუნება?
1მხოლოდ გზაზე, სადაც ხილვადობა თუნდაც ერთი მიმართულებით 100 მეტრზე ნაკლებია
2მხოლოდ იმ ადგილას, სადაც გასაჩერებელი პუნქტია
3მხოლოდ ავტომაგისტრალზე
4ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ ადგილას
#395
?
თანმხვედრი მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების მიერ, მოძრაობის ზოლების ერთდროულად შეცვლისას, მოძრაობის ტრაექტორიების გადაკვეთის შემთხვევაში, გავლის უპირატესობა ენიჭება:
1მარჯვნივ მყოფ სატრანსპორტო საშუალების მძღოლს
2მარცხნივ მყოფ სატრანსპორტო საშუალების მძღოლს
3
4
#396
?
თუ სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის ტრაექტორიები იკვეთება, ხოლო გავლის რიგითობა განსაზღვრული არ არის, მძღოლმა გზა უნდა დაუთმოს იმ სატრანსპორტო საშუალებას, რომელიც მას უახლოვდება:
1მარჯვნიდან
2მარცხნიდან
3
4
#397
?
ქვემოთ ჩამოთვლილ რომელ ადგილას არის აკრძალული სატრანსპორტო საშუალების უკუსვლით მოძრაობა?
1მხოლოდ გვირაბში
2მხოლოდ ავტომაგისტრალზე
3მხოლოდ გზაჯვარედინზე
4ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ ადგილას
#399
?
აქვს თუ არა უფლება მძღოლს სატრანსპორტო საშუალების უკუსვლით მოძრაობისას ისარგებლოს სხვა პირის დახმარებით?
1არ აქვს უფლება
2აქვს უფლება
3
4
#400
?
თუ უსაფრთხოების კუნძული, ტუმბო ან მოწყობილობა განლაგებულია ორმხრივმოძრაობიანი გზის სავალი ნაწილის ღერძზე, მძღოლმა მას უნდა შემოუაროს:
1მხოლოდ მარჯვენა მხრიდან
2მხოლოდ მარცხენა მხრიდან
3მარჯვენა, ან მარცხენა მხრიდან
4
#401
?
დამუხრუჭების ზოლის არსებობის შემთხვევაში მძღოლი, რომელიც აპირებს მოხვევას ვალდებულია:
1წინასწარ შეანელოს სიჩქარე და მოხვევის მანევრი შეასრულოს დამუხრუჭების ზოლზე გადაუსვლელად
2დროულად გადაადგილდეს დამუხრუჭების ზოლზე და შემდეგ შეანელოს სიჩქარე
3მოხვევის მანევრის შესრულებამდე გაჩერდეს დამუხრუჭების ზოლზე
4
#402
?
Question image
ვალდებულია თუ არა მსუბუქი ავტომობილის მძღოლი, ჩართოს მარჯვნივ მოხვევის შუქ-მაჩვენებელი ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში, თუ მის უკან სატრანსპორტო საშუალება არ მოძრაობს?
1ვალდებულია
2არ არის ვალდებული
3
4
#403
?
Question image
ვალდებულია თუ არა მსუბუქი ავტომობილის მძღოლი, ჩართოს მარცხნივ მოხვევის შუქ-მაჩვენებელი ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?
1არ არის ვალდებული
2ვალდებულია
3
4

თემები (31)

ყველა თემამძღოლი, მგზავრი და ქვეითი, ნიშნები, კონვეციაუწესივრობა და მართვის პირობებიმაფრთხილებელი ნიშნებიპრიორიტეტის ნიშნებიამკრძალავი ნიშნებიმიმთითებელი ნიშნებისაინფორმაციო–მაჩვენებელი ნიშნებისერვისის ნიშნებიდამატებით ინფორმაციის ნიშნებიშუქნიშნის სიგნალებიმარეგულირებლის სიგნალებისპეციალური სიგნალის გამოყენებასაავარიო შუქური სიგნალიზაციასანათი ხელსაწყოები,ხმოვანი სიგნალიმოძრაობა, მანევრირება, სავალი ნაწილიგასწრება შემხვედრის გვერდის ავლითმოძრაობის სიჩქარესამუხრუჭე მანძილი, დისტანციაგაჩერება დგომაგზაჯვარედინის გავლარკინიგზის გადასასვლელიმოძრაობა ავტომაგისტრალზესაცხოვრებელი ზონა, სამარშრუტოს პრიორიტეტიბუქსირებასასწავლო სვლაგადაზიდვები, ხალხი, ტვირთიველოსიპედი, მოპედი და პირუტყვის გადარეკვასაგზაო მონიშვნასამედიცინი დახმარებამოძრაობის უსაფრთხოებაეკო ტესტები
← წინა2930313233შემდეგი →
გვერდი 31 / 126 (სულ 1258 კითხვა)

ბილეთის განმარტება:

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 31­ე მუხლის მე­15 პუნქტის თანახმად, ამ კანონის 32­ე მუხლის მე­6 პუნქტით
დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით, მოძრაობა ნებადართულია თანმხვედრი მიმართულების ტრამვაის ლიანდაგზე,
რომელიც მარცხენა მხარეს სავალ ნაწილთან ერთ დონეზე მდებარეობს, თუ თანმხვედრი მიმართულებით მოძრაობისთვის
განკუთვნილი ყველა მოძრაობის ზოლი დაკავებულია, აგრეთვე დაბრკოლების შემოვლის ან გასწრების, ან მარცხნივ მოხვევის ან
მობრუნების დროს. ამასთანავე, ტრამვაის მოძრაობას არ უნდა შეექმნას დაბრკოლება. საპირისპირო მიმართულების ტრამვაის
ლიანდაგზე გასვლა აკრძალულია.