ბილეთები
#1785
?
როგორ შევძლებთ საწვავის დაზოგვას?
1საბურავებში არსებული ჰაერის წნევის დონის ინსტრუქციით განსაზღვრულ დონეზე მეტად შემცირებით
2სახურავზე დამაგრებული საბარგულის ან თხილამურების სამაგრის მოხსნით
3მოძრაობის დროს უმაღლეს გადაცემაზე გადართვისგან თავის არიდებით
4
#1786
?
რომელი ქცევა მიუთითებს გარემოზე ზრუნვაზე?
1მგზავრობისათვის არჩევანის საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გაკეთება
2ინტენსიური მოძრაობისას წინ მიმავალი სატრანსპორტო საშუალებიდან მინიმალურად დასაშვები დისტანციის შენარჩუნება
3
4
#1787
?
სად უნდა განათავსოთ თქვენი ბარგი იმისათვის, რომ დაზოგოთ საწვავი?
1საბარგულში
2სატრანსპორტო საშუალების სახურავზე
3
4
#1788
?
როგორ შევძლებთ სატრანსპორტო საშუალების მოძრაობით გამოწვეული ხმაურის შემცირებას დასახლებულ პუნქტებში?
1მოძრაობის სიჩქარის შერჩევით გზის საფარის მდგომარეობის შესაბამისად
2დაბალ გადაცემაზე მღალი სიჩქარით მოძრაობით
3გადაცემათა ყოველი გადართვისას გადაბმულობის ორჯერადი გათიშვით
4
#1789
?
რამდენიმე ობიექტზე მისასვლელად, როგორ უნდა დავგეგმოთ მოძრაობის მარშუტი, რომ იგი იყოს ეკოლოგიურად გამართლებული?
1რამდენიმე მარშუტი გავაერთიანოთ ერთ მარშუტში
2თანმხვედრი მიმართულებით მოძრაობის სხვა მონაწილეებთან შეთანხმებით ვიმოძრაოთ ერთ კოლონაში
3ყველა მიმართულებით მოძრაობისათვის მარშუტი შევარჩიოთ დასახლებული პუნქტის ცენტრზე გავლით
4
#1790
?
დაღმართის უსაფრთხოდ გავლას შევძლებთ, თუ ბოლომდე ავუშვებთ ფეხს აქსელერატორის სატერფულს და:
1ავირჩევთ ისეთ გადაცემას, რომელზეც მოძრაობის დროს არ მოგვიწევს მუხრუჭის სატერფულზე ფეხის ძლიერად დაჭერა
2ვიმოძრავებთ ნეიტრალური გადაცემის გამოყენებით
3გავთიშავთ ანთების სისტემას
4
#1791
?
მოკლე მანძილზე ცივი ძრავით მოძრაობა გარემოსთვის განსაკუთრებით საზიანოა, რადგან ამ რეჟიმით მოძრაობა გულისხმობს:
1მეტი საწვავის მოხმარებას
2სატრანსპორტო საშუალების ანთების სისტემის შესაძლო მწყობრიდან გამოსვლას
3ავტომობილის აკუმულატორის განმუხტვას
4
#1792
?
რა იწვევს ისეთ ხმაურს, რომლისგანაც თავის არიდება შესაძლებელია?
1ხმოვანი სიგნალის გამოყენება მისალმების მიზნით
2სატრანსპორტო საშუალების კარის დახურვა
3ხმოვანი სიგნალის გამოყენება საგზაო მოძრაობის მონაწილეთა დროული გაფრთხილებისათვის, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან ასაცილებლად
4

