ბილეთები
#1775
?
სატრანსპორტო საშუალების ცივი ძრავით დაძვრისას, როგორ შევძლებთ თავი ავარიდოთ გარემოს დაბინძურებას ისე, რომ ზიანი არ მივაყენოთ ავტომობილის ძრავს?
1დავძრათ სატრანსპორტო საშუალება და დაძვრის შემდეგ მცირე ხნით ვიმოძრაოთ ძრავის დაბალი ბრუნვათა რიცხვით მანამ, სანამ ძრავი არ გათბება
2დაძვრამდე რამდენჯერმე დავაწვეთ აქსელერატორის სატერფულს, რათა ძრავის ტემპერატურამ დროულად მიაღწიოს დადგენილ ნორმას
3
4
#1776
?
რა შედეგი მოჰყვება ზაფხულში ზამთრის საბურავებით მოძრაობას?
1მცირდება სამუხრუჭე მანძილი
2იზრდება საბურავების ცვეთა
3იზრდება სატრანსპორტო საშუალების მდგრადობა
4
#1777
?
სად უნდა გავრეცხოთ სატრანსპორტო საშუალება, გარემო რომ არ დავაზიანოთ?
1ავტოსამრეცხაოში
2საავტომობილო პარკირების ადგილას
3მდინარის ან წყალსაცავის ნაპირას
4
#1778
?
რა ზრდის საწვავის მოხმარებას მნიშვნელოვნად?
1აუდიომოწყობილობის გამოყენება
2ჰაერის გაგრილების სისტემის გამოყენება
3ნავიგაციის მოწყობილობის გამოყენება
4
#1779
?
რა ამცირებს საწვავის დანახარჯს?
1ავტომობილზე შესაბამისი აეროდინამიური მოწყობილობის დაყენება
2რეკომენდებულზე ნაკლები ოქტანობის მქონე ბენზინის გამოყენება
3მინების ჩაწევა
4
#1780
?
რა შედეგი მოჰყვება შიგაწვის ძრავის მქონე სატრანსპორტო საშუალების ძრავის მაღალი ბრუნვის სიჩქარით მართვას?
1გაუმჯობესდება ძრავის გაგრილება
2გაიზრდება მავნე ნივთიერებების გამოყოფა
3შემცირდება ხმაურის დონე
4
#1781
?
რა უნდა იცოდეთ კატალიზატორის შესახებ?
1კატალიზატორის გაუმართაობა გავლენას არ ახდენს გამონაბოლქვის ტოქსიკურობის ხარისხზე
2კატალიზატორი შეიძლება დაზიანდეს, თუ სატრანსპორტო საშუალების დაქოქვა წარმოებს მისი ბუქსირებით
3კატალიზატორში მოხვედრილი არასრული წვის პროდუქტები გავლენას არ ახდენს კატალიზატორის გამართულობაზე
4
#1782
?
როგორ შეიძლება საბურავების ცვეთის ინტენსივობის შემცირება?
1მაღალი სიჩქარით მოძრაობით
2საბურავებში არსებული ჰაერის წნევის დადგენილ დონეზე შენარჩუნებით
3ზამთრის საბურავების ზაფხულში გამოყენებით
4
#1783
?
როგორ უნდა იქნას მიღწეული გარემოზე ზემოქმედების შემცირება?
1საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებთან ერთად ერთი სატრანსპორტო საშუალების გაზიარებით და მათთან ერთად მგზავრობით
2გადატვირთული საგზაო მოძრაობის მიუხედავად, საკუთარი სატრანსპორტო საშუალების მართვით
3საგზაო მოძრაობის დროს ხერგილში მოხვედრისას სატრანსპორტო საშუალების დაკეტვით და ქვეითად გზის გაგრძელებით
4
#1784
?
რა იწვევს სატრანსპორტო საშუალების მიერ საწვავის მოხმარების გაზრდას?
1მინების დაკეტვა
2მგზავრთა რაოდენობის ან/და გადასაზიდი ტვირთის მატება
3საბურავებში ჰაერის წნევის დონის რეკომენდებულზე მეტად გაზრდა
4

