ბილეთები
#1671
?
აქვს თუ არა უფლება გამგზავნს მოსთხოვოს გადამზიდველს გადასაზიდი ტვირთის შემცველობის გადამოწმება?
1არ აქვს უფლება
2აქვს უფლება
3აქვს უფლება, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ აღნიშნულს ითვალისწინებს გადაზიდვის ხელშეკრულება
4
#1672
?
იმ შემთხვევაში, თუ გამგზავნმა გადამზიდველს მოსთხოვა გადასაზიდი ტვირთის შემცველობის, წონის ან სხვაგვარად მოცემული რაოდენობის გადამოწმება:
1გადამოწმების შედეგები უნდა აღინიშნოს ზედნადებში
2გადამოწმების შედეგად უნდა შედგეს ე.წ. „რევიზიის აქტი“
3გადამოწმების შედეგები დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს უახლოეს საგადასახადო ორგანოს
4უნდა შესრულდეს ამ ბილეთში ჩამოთვლილი ყველა მოთხოვნა
#1673
?
გადამზიდველი ვალდებულია ტვირთის მიღებისას შეამოწმოს:
1მხოლოდ ტვირთის ცალობრივი რაოდენობა, მათი ნიშნებისა და ნომრების შესახებ ზედნადებში აღნიშნულ მონაცემთა სისწორე
2მხოლოდ ტვირთისა და მისი შეფუთვის გარეგნული მდგომარეობა
3ამ ბილეთში ჩამოთვლილი ყველა მონაცემები და გარემოება
4ამ ბილეთში ჩამოთვლილი არცერთი პასუხი სწორი არ არის
#1674
?
თუ ზედნადებში არ არის აღნიშნული გადაზიდვის პირობები, საპირისპიროს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ:
1გადამზიდველის მიერ ტვირთის მიღებისას ტვირთი და მისი შეფუთვა გარეგნულად კარგ მდგომარეობაში იყო და რომ ტვირთის ცალობრივი რაოდენობა, მისი აღნიშვნები და ნომრები ემთხვევა ზედნადებში ჩაწერილ მონაცემებს
2გადამზიდველს ტვირთი არ მიუღია
3გადამზიდველს არც ზედნადები და არც ტვირთი არ მიუღია
4
#1675
?
ტვირთის გადაზიდვისას, ზედნადებში აღნიშნული და მასზე დართული ან გადამზიდველისათვის გადაცემული საბუთების დაკარგვის ან მათი არასწორი გამოყენებისათვის პასუხს აგებს:
1გამგზავნი
2გადამზიდველი
3ტვირთის მიმღები
4
#1676
?
ზედნადებში აღნიშნული და მასზე დართული ან გადამზიდველისათვის გადაცემული საბუთების დაკარგვის ან მათი არასწორი გამოყენებისათვის გადამზიდველს:
1არ შეიძლება იმაზე მეტი პასუხისმგებლობა დაეკისროს, ვიდრე ტვირთის დაკარგვის დროს დადგებოდა
2შეიძლება დაეკისროს იმაზე მეტი პასუხისმგებლობა, ვიდრე ტვირთის დაკარგვის დროს დადგებოდა
3
4
#1677
?
ტვირთის დაკარგვისათვის, დაზიანებისათვის ან მიტანის ვადის გადაცილებისათვის გადამზიდველი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, თუ:
1გადაზიდვის ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ტვირთის დაკარგვისათვის, დაზიანებისათვის ან მიტანის ვადის გადაცილებისათვის გადამზიდველის პასუხისგებლობას
2აღნიშნული იმ უფლებამოსილი პირის ბრალით ან/და ამავე პირის ისეთი მითითებით მოხდა, რომელზედაც გადამზიდველი პასუხს არ აგებს
3აღნიშნული მოხდა გადაზიდვისათვის გამოყენებული სატრანსპორტო საშუალების ნაკლის გამო ან ამ საშუალების გამქირავებლის ან დამქირავებლის მომსახურე პერსონალის ბრალით
4
#1678
?
რა შემთხვევაში არ ეკისრება პასუხიმგებლობა გამგზავნს გადამზიდველის წინაშე ტვირთის უხარისხო შეფუთვით გამოწვეული ზიანისათვის, რომელიც მიადგა პირებს, მასალებსა და სხვა ქონებას?
1იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული ვალდებულებას არ ითვალისწინებს გადაზიდვის ხელშეკრულება
2იმ შემთხვევაში, როცა ნაკლი აშკარა იყო, ან ტვირთის მიღებისას გადამზიდველმა ამის შესახებ იცოდა და ამასთან დაკავშირებით რაიმე პირობა არ დაუთქვამს
3იმ შემთხვევაში თუ ზედნადებში გაკეთებულია სპეციალური აღნიშვნა, რომლის თანახმად გამგზავნს არ შეიძლება დაეკისროს რაიმე სახის პასუხისმგებლობა
4
#1679
?
ყველა იმ ხარჯისა და ზიანისათვის, რომლებიც დადგა იმის გამო, რომ ზედნადებში არასწორად ან არასრულყოფილად იქნა წარმოდგენილი მონაცემები ტვირთის გადაცემის დღისა და ადგილის, ასევე ტვირთის მიტანის ადგილის შესახებ პასუხისმგებლობა ეკისრება:
1გამგზავნს
2გადამზიდველს
3ტვირთის მიმღებს
4
#1680
?
ქვემოთ ჩამოთვლილი რომელი მსჯელობაა სწორი? გამგზავნი პასუხს აგებს ყველა იმ ხარჯისა და ზიანისათვის, რომლებიც დადგა იმის გამო, რომ ზედნადებში არასწორად ან არასრულყოფილად იქნა წარმოდგენილი მონაცემები:
1გადაზიდვასთან დაკავშირებულ ხარჯების შესახებ (გადაზიდვის ფასი, დამატებით ხარჯების, იმპორტის გადასახადები და სხვა ხარჯები, რომლებიც წარმოიშობა ხელშეკრულების დადებიდან ტვირთის მიტანამდე)
2ტვირთის სახეობის ჩვეულებრივ სახელწ??დებისა და შეფუთვის სახის შესახებ, აგრეთვე საფრთხეშემცველი ტვირთების დროს, მათ საყოველთაოდ აღიარებულ აღნიშვნების შესახებ
3
4

