ბილეთები
#1379
?
სხვა პირისათვის მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა აკრძალულია:
1მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი იმყოფება ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში
2მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას არ აქვს შესაბამისი კატეგორიის ან ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ან ეს უფლება შეჩერებული, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3აბ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში
4
#1381
?
რაზეა დამოკიდებული სატრანსპორტო საშუალების სამუხრუჭო მანძილი?
1მხოლოდ სატრანსპორტო საშუალების სიჩქარეზე
2მხოლოდ გზის საფარის მდგომარეობაზე
3მხოლოდ სატრანსპორტო საშუალების საბურავების ცვეთაზე
4ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ გარემოებაზე
#1426
?
მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის როგორი სტილი უზრუნველყოფს საწვავის ნაკლებ ხარჯს?
1მდორე აჩქარება მკვეთრი შენელებით
2ხშირი და მკვეთრი აჩქარება მდორე შენელებით
3მდორე აჩქარება მდორე შენელებით
4
#1428
?
ციცაბო დაღმართზე მოძრაობისას, მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე სატრანსპორტო საშუალების ხანგრძლივმა დამუხრუჭებამ გამორთული გადაბმულობით შეიძლება გამოიწვიოს:
1საჭით მართვის მექანიზმის მწყობრიდან გამოსვლა
2სამუხრუჭე სისტემის გადახურება და დამუხრუჭების ეფექტურობის შემცირება
3სამუხრუჭო მანძილის შემცირება
4ამ ბილეთში ჩამოთვლილი ნებისმიერი გარემოება
#1431
?
მოლიპულ გზაზე, საჭის თვლის მკვეთრი მობრუნებით გამოწვეული მოცურების შესაწყვეტად ავტომობილის მძღოლმა, უნდა:
1გამორთოს გადაბმულობა
2ჩართული გადაბმულობით მდორედ დაამუხრუჭოს
3სწრაფად, მაგრამ მდორედ საჭის თვალი მოაბრუნოს მოცურების მხარეს, შემდეგ საჭის თვლით გაასწოროს ავტომობილის ტრაექტორია
4
#1475
?
მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად რომელ შემთხვევაშია მიზანშეწონილი გვერდითი ინტერვალის გაზრდა?
1მხოლოდ მაღალი სიჩქარით შემხვედრი სატრანსპორტო საშუალების გვერდის აქცევისას
2მხოლოდ გრძელი სატრანსპორტო საშუალების გვერდის აქცევისას
3მხოლოდ სველი, მოლიპული ან უსწორმასწორო გზის მონაკვეთზე მოძრაობისას
4ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში
#1484
?
სატრანსპორტო საშუალების საბურავებში აირის დაბალმა წნევამ შეიძლება გამოიწვიოს:
1მხოლოდ საწვავის ხარჯის მატება
2მხოლოდ საჭით მართვის გაძნელება
3მხოლოდ საბურავების გადახურება
4როგორც საწვავის ხარჯის მატება, ასევე საჭით მართვის გაძნელება და საბურავების გადახურება
#1572
?
დღე-ღამის ბნელ დროს ან არასაკმარისი ხილვადობის პირობებში, სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის სიჩქარის შერჩევისას მძღოლმა გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა მიანიჭოს:
1მხედველობის პირობებს
2მოცემულ გზის მონაკვეთზე საგზაო მონიშვნით განსაზღვრულ მოთხოვნებს
3თანმხვედრი მიმართულებით მოძრაობის ზოლების რაოდენობას
4ამ ბილეთში ჩამოთვლილი არცერთი გარემოება გასათვალისწინებელი არ არის
#1577
?
მოძრაობის საპირისპირო მიმართულების ზოლზე გადასვლით გასწრების მანევრის შესრულებისას, საავარიო სიტუაციის შექმნის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია ის გარემოება, რომ მძღოლი საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალების სიჩქარეს აფასებს, როგორც:
1უფრო ნაკლებს ვიდრე სინამდვილეშია
2უფრო მეტს ვიდრე სინამდვილეშია
3
4
#1579
?
სწორ გზაზე, ხანგრძლივი დროის განმავლობაში მაღალი სიჩქარით მოძრაობისას სატრანსპორტო საშუალების სიჩქარეს მძღოლი აღიქვამს:
1უფრო მეტად, ვიდრე სინამდვილეშია
2უფრო ნაკლებად, ვიდრე სინამდვილეშია
3როგორც სინამდვილეშია
4

