ბილეთები
#571
?
ნებადართულია თუ არა მგზავრების იმ რაოდენობით ან ისე გადაყვანა, რომ ეს ხელს უშლიდეს მართვას ან მძღოლს უზღუდავდეს ხედვის არეს?
1არ არის ნებადართული
2ნებადართულია, მხოლოდ მძღოლის თანხმობით
3ნებადართულია, მხოლოდ დაუსახლებელ პუნქტებში, მეორეხარისხოვან გზაზე, იმ პირობით, რომ სატრანსპორტო საშუალების სიჩქარე არ უნდა აღემატებოდეს 40 კმ/სთ
4
#573
?
აკრძალული არ არის მგზავრთა გადაყვანა:
1ტრაქტორის და სხვა თვითმავალი მანქანების სალონის, ან კაბინის გარეთ
2სატვირთო ავტომობილის მისაბმელით, აგრეთვე მისაბმელ-აგარაკით
3სატვირთო მოტოციკლის ძარით
4მობუქსირე ავტობუსით
#574
?
აკრძალულია თუ არა მგზავრთა გადაყვანა იმ სატრანსპორტო საშუალებით, რომლის ფაქტობრივი მასა აღემატება მის ნებადართულ მაქსიმალურ მასას?
1არ არის აკრძალული
2აკრძალულია
3
4
#581
?
სატრანსპორტო საშუალებაზე ნებისმიერი ტვირთი იმგვარად უნდა მოთავსდეს და აუცილებლობის შემთხვევაში დამაგრდეს, რომ მისი გადაზიდვისას:
1მხოლოდ საფრთხე არ შეექმნას საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეს, ზიანი არ მიადგეს სახელმწიფო, საზოგადოებრივ და კერძო ქონებას, ტვირთი არ ეთრეოდეს და არ ცვიოდეს გზაზე
2მხოლოდ არ იქნეს შეზღუდული ხილვადობა და მხედველობის არე, არ დაირღვეს სატრანსპორტო საშუალების მდგრადობა და არ გაძნელდეს მისი მართვა
3მხოლოდ არ დაიფაროს სინათლეები, სდექ-სიგნალი, მოხვევის მაჩვენებლები, შუქამრეკლი მოწყობილობები, რეგისტრაციის ნომერი და მარეგისტრირებელი სახელმწიფოს განმასხვავებელი ნიშანი, აგრეთვე ამ კანონით განსაზღვრული ხელით მისაცემი სიგნალები
4დაცული იქნეს ამ ბილეთში ჩამოთვლილი ყველა პირობა
#585
?
ტვირთი უნდა აღინიშნოს საცნობი ნიშნით - „არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ტვირთი“, თუ ის სატრანსპორტო საშუალების გაბარიტს გარეთ, წინ ან/და უკან გადმოშვერილია:
11,0 მეტრზე მეტად
2არანაკლებ 1,5 მეტრით
3არანაკლებ 2,0 მეტრით
4
#586
?
ტვირთი უნდა აღინიშნოს საცნობი ნიშნით - „არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ტვირთი”, თუ ის გვერდიდან, საგაბარიტო სინათლის გარე ნაპირიდან გადმოშვერილია:
1არანაკლებ 2 მეტრით
2არანაკლებ 1,5 მეტრით
30,4 მეტრზე მეტად
4
#587
?
დღე-ღამის ბნელ დროს ან არასაკმარისი ხილვადობის პირობებში, სატრანსპორტო საშუალების გაბარიტს გარეთ, წინ ან/და უკან ერთ მეტრზე მეტად, ან გვერდიდან საგაბარიტო სინათლის გარე ნაპირიდან 0,4 მეტრზე მეტად გადმოშვერილი ტვირთი დამატებით უნდა აღინიშნოს:
1მხოლოდ წინ - თეთრი ფარნით ან შუქამრეკლით
2მხოლოდ უკან – წითელი ფარნით ან შუქამრეკლით
3როგორც წინ - თეთრი ფარნით ან შუქამრეკლით, ასევე უკან – წითელი ფარნით ან შუქამრეკლით
4
#588
?
თუ არსებობს ეჭვი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის კისრის ან ხერხემლის დაზიანების შესახებ და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, როგორ უნდა მოხდეს დაშავებულის გადათრევით გადაადგილება დამხმარეს გარეშე (ერთი ადამიანის მიერ)?
1მჯდომარე პოზიციაში დაშავებულს ზურგიდან მკლავები მხრებქვეშ უნდა შევუცუროთ, დავაფიქსიროთ ქვედა ყბა და კისერი და ისე გადათრევით გადავაადგილოთ უკან
2მჯდომარე პოზიციაში დაშავებულს ჩავუდგეთ ფეხებს შორის მკლავები მხრებქვეშ უნდა შევუცუროთ და ზურგზე ერთმანეთს ჩავჭიდოთ. ავწიეთ ფეხებით და დაშავებული გადათრევით გადავაადგილოთ უკან
3
4
#590
?

მოცემულ სიტუაციაში, რამდენ საგზაო მოძრაობის წესს არღვევს ისრის მიმართულებით მოძრავი მობუქსირე სატვირთო ავტომობილის მძღოლი, თუ იგი მოძრაობს 60 კმ/სთ სიჩქარით?
1არც ერთს
2ერთს
3ორს
4სამს
#592
?
თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულს მუცლის არეში აღენიშნება ჭრილობა, მისი ტრანსპორტირება უნდა მოხდეს:
1გვერდზე დაწოლილ მდგომარეობაში მუხლებში მოხრილი ფეხებით
2ნახევრად მჯდომარე მდგომარეობაში გამართული ფეხებით
3ზურგზე დაწოლილ მდგომარეობაში მუხლებში მოხრილი ფეხებით
4მჯდომარე მდგომარეობაში

