ბილეთები
#498
?
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის მდგომარეობის შეფასების მიზნით უპირველესად საჭიროა:
1მხოლოდ სასუნთქი გზების გახსნა და სუნთქის კონტროლი
2მხოლოდ ცნობიერების შემოწმება
3მხოლოდ საძილე არტერიაზე პულსაციის შემოწმება
4როგორც სასუნთქი გზების გახსნა და სუნთქის კონტროლი, ასევე საძილე არტერიაზე პულსაციისა და ცნობიერების შემოწმება
#499
?
სამარშუტო სატრანსპორტო საშუალების ან ტაქსის კონსტრუქციულად გამოყოფილი გაჩერების ადგილებიდან, ხოლო მათი არარსებობის შემთხვევაში – სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების ან ტაქსის გაჩერების მაჩვენებლიდან, თუ ეს აბრკოლებს სამარშუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობას, სატრანსპორტო საშუალებების გაჩერება აკრძალულია:
115 მეტრზე ახლოს
225 მეტრზე ახლოს
330 მეტრზე ახლოს
4
#500
?
თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულს აღენიშნება კანის მე-2 ხარისხის დამწვრობა (კანის ქსოვილის დარღვევა და მოწითალო შეფერილობა, დამწვრობის ადგილზე სითხით შევსებული ბუშტების წარმოქმნა, ძლიერი ტკივილი) პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით მას უნდა:
1დამწვარი ზედაპირი გადავურეცხოთ ცივი წყლით, დავუმუშაოთ იოდის ხსნარით, დავადოთ ბაქტერიციდული ან სუფთა საფენი, შევუხვიოთ ბინტით
2გავუხსნათ ბუშტები, გავუსუფთაოთ დამწვარი ზედაპირი ტანსაცმლის ნარჩენებიდან, დავადოთ ბაქტერიციდული ან სუფთა საფენი, დაშავებულს დავალევინოთ წყალი
3ბუშტები არ გავუხსნათ, ტანსაცმლის ნარჩენები დამწვარი ზედაპირიდან არ მოვაცილოთ, ჭრილობაზე დავადოთ სტერილური საფენი, ბინტით არ შევუხვიოთ, მივადოთ ყინული ან ცივი საფენი, მივცეთ ტკივილგამაყუჩებელი საშუალება (თუ დაშავებულს მის მიმართ ალერგია არ გააჩნია) და დაშავებულს დავალევინოთ წყალი
4
#501
?
აკრძალულია თუ არა სატრანსპორტო საშუალებების გაჩერება იმ ესტაკადების, ხიდებისა და გზაგამტარების ქვეშ, სადაც არარსებობს გაჩერებისათვის სპეციალურად გამოყოფილი ადგილები?
1აკრძალული, მხოლოდ იმ სატრანსპორტო საშუალებების გაჩერება, რომელთა ნებადართული მაქსიმალური მასა 3,5 ტონაზე მეტია
2აკრძალულია
3არ არის აკრძალული
4
#503
?

რომელი საგზაო მოძრაობის მონაწილეს მიმართ წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება მსუბუქი ავტომობის მძღოლს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?
1მხოლოდ ქვეითების მიმართ
2მხოლოდ ველოსიპედის მძღოლის მიმართ
3მხოლოდ სატვირთო ავტომობილის მძღოლის მიმართ
4როგორც ქვეითების, ასევე ველოსიპედისა და სატვირთო ავტომობილის მძღოლების მიმართ
#504
?

რა თანამიმდევრობით უნდა გაიარონ გზაჯვარედინი სატრანსპორტო საშუალებებმა ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?
1ჯერ უნდა გაიაროს მოპედმა, შემდეგ - ტრამვაიმ, ბოლოს - მსუბუქმა ავტომობილმა
2ჯერ უნდა გაიაროს ტრამვაიმ, შემდეგ - მოპედმა, ბოლოს - მსუბუქმა ავტომობილმა
3ჯერ უნდა გაიაროს ტრამვაიმ, შემდეგ - მსუბუქმა ავტომობილმა, ბოლოს - მოპედმა
4
#505
?
თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულს არ აღენიშნება სუნთქვა და პულსაცია საძილე არტერიაზე, პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით, მას უნდა ჩაუტარდეს:
1მხოლოდ ხელოვნური სუნთქვა
2მხოლოდ გულის არაპირდაპირი მასაჟი
3როგორც ხელოვნური სუნთქვა, ასევე გულის არაპირდაპირი მასაჟი
4
#506
?

ისრით ნაჩვენები რომელი მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში დაარღვევს მოპედის მძღოლი საგზაო მოძრაობის წესებს?
1როგორც A, ასევე B მიმართულებით
2მხოლოდ A მიმართულებით
3მხოლოდ B მიმართულებით
4
#507
?

რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს ეკრძალება ისრის მიმართულებით მოძრაობა?
1მხოლოდ ველოსიპედის მძღოლს
2მხოლოდ მოპედის მძღოლს
3ორივე სატრანსპორტო საშუალების მძღოლს
4არცერთი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს
#508
?

ეკრძალება თუ არა მოპედის მძღოლს 40 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობა ისრის მიმართულებით?
1ეკრძალება
2არ ეკრძალება
3
4

