ბილეთები

← წინა2829303132შემდეგი →
გვერდი 30 / 93 (სულ 921 კითხვა)
#438
?
ეკრძალება თუ არა გასასწრები სატრანსპორტო საშუალების მძღოლს ხელი შეუშალოს გასწრებას მოძრაობის სიჩქარის მომატებით ან სხვა მოქმედებით?
1ეკრძალება
2არ ეკრძალება
3
4
#439
?
თუ გზაჯვარედინზე მარჯვნივ მოხვევისთვის განკუთვნილი მოძრაობის ზოლი დანარჩენი სავალი ნაწილისგან გამოყოფილია ამაღლებული უსაფრთხოების კუნძულით და გზაჯვარედინის წინ მარჯვნივ შუქნიშანი არ არის, მარჯვნივ მოხვევა მძღოლს შეუძლია შეასრულოს გზაჯვარედინზე არსებული შუქნიშნის:
1მოძრაობის ნებადამრთველი მაშუქი სიგნალის ჩართვის შემდეგ
2მაშუქი სიგნალებისაგან დამოუკიდებლად სხვა მიმართულებებიდან მოძრავი ყველა სატრანსპორტო საშუალების გზის დათმობით
3
4
#440
?
Question image
აქვს თუ არა წითელი ავტომობილის მძღოლს რკინიგზის გადასასვლელზე შესვლის უფლება, თუ გადასასვლელის შემდეგ წარმოქმნილია საცობი?
1არ აქვს უფლება
2აქვს უფლება
3
4
#441
?
სარკინიგზო გადასასვლელთან მიახლოებისას, აგრეთვე მასზე გავლისას, სატრანსპორტო საშუალების მძღოლი:
1უნდა მოძრაობდეს ზომიერი სიჩქარით, ამასთან რკინიგზის ლიანდაგზე გადასვლისას მძღოლმა უნდა ისარგებლოს მხოლოდ რკინიგზის გადასასვლელით და გზა დაუთმოს მატარებელს (ლოკომოტივს, დრეზინას)
2ვალდებულია სწრაფად გაიაროს აღნიშნული გზის მონაკვეთი, ამასთან გადასასვლელის წინ სხვა სატრანსპორტო საშუალების დგომის შემთხვევაში, შემოუაროს მას საპირისპირო მოძრაობის ზოლზე გასვლით
3
4
#442
?
რკინიგზის გადასასვლელზე აკრძალულია:
1მხოლოდ საპირისპირო მოძრაობის ზოლზე გასვლით, გადასასვლელის წინ მდგომი სატრანსპორტო საშუალების შემოვლა
2მხოლოდ შლაგბაუმის ან ნახევარშლაგბაუმის თვითნებური გახსნა
3მხოლოდ იმ სასოფლო - სამეურნეო, საგზაო - სამშენებლო და სხვა მანქანებისა და მექანიზმების არასატრანსპორტო მდგომარეობაში გადატანა, რომლებმაც შეიძლება დააზიანონ გადასასვლელი, ან შეაფერხონ მასზე მოძრაობა
4ამ ბილეთში ჩამოთვლილი ნებისმიერი მოქმედების განხორციელება
#444
?
რკინიგზის გადასასვლელზე სატრანსპორტო საშუალების იძულებითი გაჩერების შემთხვევაში, საერთო განგაშის ხმოვან სიგნალს შეესაბამება:
1ორი გრძელი და ორი მოკლე ხმოვანი სიგნალი
2სამი გრძელი და ერთი მოკლე ხმოვანი სიგნალი
3ერთი გრძელი და სამი მოკლე ხმოვანი სიგნალი
4
#445
?
ქვემოთ ჩამოთვლილი, რომელი საგზაო მოძრაობის მონაწილეებს არ ეკრძალებათ ავტომაგისტრალებზე, აგრეთვე ავტომაგისტრალების შესასვლელებზე და გამოსასვლელებზე მოძრაობა?
1მოპედის მძღოლებს
2ქვეითებს
3ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავების მძღოლებს
4ავტომატარებლების მძღოლებს
#447
?
ავტომაგისტრალზე, ასევე ავტომაგისტრალის შესასვლელსა და გამოსასვლელზე აკრძალული არ არის:
1სატრანსპორტო საშუალების მობრუნება ან უკუსვლით მოძრაობა
2სატრანსპორტო საშუალებით ცენტრალურ გამყოფ ზოლსა და გზის ორივე სავალი ნაწილის განივ შეერთებაზე გასვლა
3მეორე ზოლის იქეთ, იმ მგზავრთა გადაყვანისათვის განკუთვნილი ავტომობილით მოძრაობა, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3,5 ტონას აღემატება
4სასწავლო სვლა
#451
?
Question image
ავტომაგისტრალიდან გამოსასვლელად მსუბუქი ავტომობილის მძღოლს უფლება აქვს იმოძრაოს:
1A მიმართულებით
2B მიმართულებით
3როგორც A, ასევე B მიმართულებით
4
#452
?
Question image
ავტომაგისტრალზე შესასვლელად მსუბუქი ავტომობილის მძღოლს უფლება აქვს იმოძრაოს:
1მხოლოდ A მიმართულებით
2მხოლოდ B მიმართულებით
3როგორც A, ასევე B მიმართულებით
4

თემები (31)

ყველა თემამძღოლი, მგზავრი და ქვეითი, ნიშნები, კონვეციაუწესივრობა და მართვის პირობებიმაფრთხილებელი ნიშნებიპრიორიტეტის ნიშნებიამკრძალავი ნიშნებიმიმთითებელი ნიშნებისაინფორმაციო–მაჩვენებელი ნიშნებისერვისის ნიშნებიდამატებით ინფორმაციის ნიშნებიშუქნიშნის სიგნალებიმარეგულირებლის სიგნალებისპეციალური სიგნალის გამოყენებასაავარიო შუქური სიგნალიზაციასანათი ხელსაწყოები,ხმოვანი სიგნალიმოძრაობა, მანევრირება, სავალი ნაწილიგასწრება შემხვედრის გვერდის ავლითმოძრაობის სიჩქარესამუხრუჭე მანძილი, დისტანციაგაჩერება დგომაგზაჯვარედინის გავლარკინიგზის გადასასვლელიმოძრაობა ავტომაგისტრალზესაცხოვრებელი ზონა, სამარშრუტოს პრიორიტეტიბუქსირებასასწავლო სვლაგადაზიდვები, ხალხი, ტვირთიველოსიპედი, მოპედი და პირუტყვის გადარეკვასაგზაო მონიშვნასამედიცინი დახმარებამოძრაობის უსაფრთხოებაეკო ტესტები
← წინა2829303132შემდეგი →
გვერდი 30 / 93 (სულ 921 კითხვა)

ბილეთის განმარტება:

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34­ე მუხლის მე­16 პუნქტის თანახმად, გასასწრები სატრანსპორტო საშუალების
მძღოლს ეკრძა­ლება ხელი შეუშალოს გასწრებას მოძრაობის სიჩქარის მომატებით ან სხვა მოქმედებით.