ბილეთები
#913
?
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის ზურგის ტვინის დაუზიანებლად კისრის ხერხემლის მალების ტრავმების სიმპტომებია:
1დაშავებული ვერ ამოძრავებს ზედა კიდურებს, სუნთქვა უძნელდება
2დაშავებულს კისრისა და ზურგის არეში აქვს ტკივილი, რომელიც მატულობს ხელით შეხებისას
3
4
#915
?
თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულს დაზიანებული აქვს კისერი ან ხერხემალი ან არსებობს ეჭვი მათი დაზიანების შესახებ, არ შეიძლება:
1მხოლოდ დაშავებულისთვის თავისა და კისრის მოძრაობა
2მხოლოდ დაშავებულის ჭრილობაზე შეხება
3მხოლოდ დაშავებულისათვის ძვლის ნამსხვრევების ჩასწორება და უცხო სხეულების მოცილება
4როგორც დაშავებულისთვის თავისა და კისრის მოძრაობა, ასევე მის ჭრილობაზე შეხება, ძვლის ნამსხვრევების ჩასწორება და უცხო სხეულების მოცილება
#918
?
„შეზღუდული ხილვადობა“ არის:
1გვირაბში გავლისას, დღე-ღამის ბნელ დროს, ნისლის, წვიმის, თოვის და სხვა ბუნებრივი მოვლენების დროს გზის ხილვადობის 300 მეტრზე ნაკლებ მანძილზე შემცირება
2გარემოება, რომლის დროსაც მოკლე მოსახვევი, აღმართის დასასრული, გამწვანება, გზისპირა ნაგებობა ან გზაზე არსებული დაბრკოლება მოძრაობის მიმართულებით გზის ხილვადობას ისე ამცირებს, რომ აღნიშნულ გზის მონაკვეთზე ნებადართული მაქსიმალური სიჩქარით მოძრაობამ შეიძლება საფრთხე წარმოშვას
3
4
#926
?
საგზაო მოძრაობის დროს ხმოვანი და მანათობელი სიგნალების მიცემა, საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეების მიმართ, მძღოლს:
1ანიჭებს უპირატესობას
2არ ანიჭებს უპირატესობას
3არ ანიჭებს უპირატესობას მხოლოდ ოპერატიული სატრანსპორტო საშუალებების მიმართ
4ანიჭებს უპირატესობას საგზაო მოძრაობის იმ კონკრეტულ მონაწილესთან შედარებით, ვის მიმართაც გამოიყენება აღნიშნული ხმოვანი და მანათობელი სიგნალები
#929
?
მანევრის დაწყებამდე შესაბამისი მიმართულების მოხვევის შუქ-მაჩვენებლის ჩართვა მძღოლს:
1ანიჭებს უპირატესობას
2არ ანიჭებს უპირატესობას მხოლოდ ოპერატიული სამსახურის სატრანსპორტო საშუალებების მიმართ
3არ ანიჭებს უპირატესობას და არ ათავისუფლებს სიფრთხილის აუცილებელი ზომების მიღებისაგან
4
#931
?
დღე-ღამის ნათელ დროს დასახლებულ პუნქტში გასწრების განზრახვის თაობაზე სხვა მძღოლის გასაფრთხილებლად შეიძლება გამოყენებულ იქნეს:
1ხმოვანი სიგნალი
2ფარების შუქის პერიოდული, ხანმოკლე ჩართვა-გამორთვა
3საავარიო შუქსიგნალიზაცია
4ფარების ახლო შუქის შორ შუქზე მრავალჯერადი გადართვა
#932
?
დღე-ღამის ბნელ დროს, დასახლებულ პუნქტში გასწრების განზრახვის თაობაზე სხვა მძღოლის გასაფრთხილებლად შეიძლება გამოყენებული იქნეს:
1ხმოვანი სიგნალი
2ფარების შუქის პერიოდული, ხანმოკლე ჩართვა-გამორთვა
3საავარიო შუქსიგნალიზაცია
4ფარების ახლო შუქის შორ შუქზე მრავალჯერადი გადართვა
#934
?
ქვემოთ ჩამოთვლილ რომელ ადგილას არ არის ვალდებული მძღოლი მანევრის დაწყებამდე ჩართოს შესაბამისი მიმართულების მოხვევის შუქ-მაჩვენებელი?
1საცხოვრებელ ზონაში
2მიმდებარე ტერიტორიაზე
3ეზოს ტერიტორიაზე
4ვალდებულია ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ ადგილას
#940
?
დაუსახლებელ პუნქტებში, იმ ორმხრივ მოძრაობიან გზაზე, რომელზეც არ არის გამყოფი ზოლი და ტროტუარი, მოტოციკლის ხელით გადამყვანმა პირმა გადაადგილების მიზნით უნდა დაიკავოს:
1სავალი ნაწილის მარჯვენა მხარე
2სავალი ნაწილის მარცხენა მხარე
3ნებისმიერი მოძრაობის ზოლი
4
#941
?
დაუსახლებელ პუნქტებში, იმ ორმხრივ მოძრაობიან გზაზე, რომელზეც არ არის გამყოფი ზოლი და ტროტუარი, ველოსიპედის ან მოპედის ხელით გადამყვანმა პირმა გადაადგილების მიზნით უნდა დაიკავოს:
1სავალი ნაწილის მარცხენა მხარე
2სავალი ნაწილის მარჯვენა მხარე
3ნებისმიერი მოძრაობის ზოლი
4

